ავტორი:

"მეუღლემ მომცა სტი­მუ­ლი, რომ ასეთი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი" - როგორ ახერხებს თიკა ფაცაცია მუდმივად ფორმაში ყოფნას

"მეუღლემ მომცა სტი­მუ­ლი, რომ ასეთი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი" - როგორ ახერხებს თიკა ფაცაცია მუდმივად ფორმაში ყოფნას

მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მართალია სამი შვილის დედაა, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

- ბავშვობიდან ბევრ რამეს მივედ-მოვედებოდი, ანუ, რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაფრის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა დიპლომატი ვყოფილიყავი და ამიტომ მისაღები გამოცდები მისი ხათრით დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეტსაც გეტყვით − მთელი სამი დღე მაქვს ნამუშევარი ამ მიმართულებით... მოკლედ, მეტი რომ აღარ გავაგრძელო, სამდღიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სფეროში ჩემი თავი და სულიერი სამყარო არ ვლინდებოდა. შესაბამისად, წამოვედი სამსახურიდან. ამავე პერიოდში აშშ-ში მომიწია წასვლა და იქ გამოცდები ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში The Lee Strasberg Theatre and Film Institute. სამსახიობო ხელოვნების პარალელურად აქ გავდიოდი როგორც სატელევიზიო, ისე კინომიმართულებას, რაც გულისხმობდა კამერებთან მუშაობას. სწორედ აქედან მოყოლებული მივხვდი, რომ მაინტერესებს საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ. მას შემდეგ, რაც შვილი გავაჩინე, დავბრუნდი საქართველოში.

- ბავშვობიდან მღეროდით?

- ბაღის მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ მაქვს სმენა და ხმა. ასე დავიწყე სიმღერა. მყავდა სხვადასხვა პედაგოგი. შემდეგ დავიწყე სოლოკარიერა. დღეს ამ საქმიანობას დიდ დროს ვეღარ ვუთმობ. არადა, ძალიან მინდა ბენდი შევქმნა, მაგრამ მენეჯერული საქმიანობა რატომღაც არ გამომდის და ამ ამბავს თავი ვერ მოვაბი.

- რთულია, იყო სამი შვილის დედა?

- რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რომ რთულია. გაზრდასთან ერთად, სჭირდებათ უდიდესი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური რესურსები. სამი ვაჟი მყავს. უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. გარდატეხის პერიოდები, ხასიათის ცვლილებები და მრავალი ისეთი ეტაპია მათ ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ყურადღება და ბევრი ფიქრი სჭირდება.

- სამი ორსულობა, სამი მშობიარობა... როგორ ახერხებთ, მუდმივად ასეთ ფორმაში იყოთ?

- ახლა რომ ვფიქრობ, პირველი სტიმული, მუდამ ფორმაში ვიყო, ჩემმა მეუღლემ მომცა. პირველი ორსულობის დროს ქმარმა მკითხა, რომ გააჩენ ხომ ისევ იგივე ფორმაში იქნები, როგორშიც იყავიო? ძალიან ლამაზად ნათქვამი იყო ის, რაც უნდოდა მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში არ გამოვიყურებოდი იდეალურად, მისი ეს ნათქვამი სულაც არ ყოფილა ჩემთვის დამთრგუნველი. პირიქით − ამან მომცა მოტივაცია და სტიმული, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მას შევუყვარდი. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მობილიზებული ვიყავი იმიტომ, რომ ასაკთან ერთად ეს გზა არ დამეკარგა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის − ზოგჯერ უფრო იმატებ, ზოგჯერ ნაკლებად. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რაც გამოიხატება როგორც სწორ კვებაში, ასევე ფიზიკურ აქტივობაში. ვარჯიშის მხრივ, ჩემი ინტერესის საგანი იოგაა. არ შემიძლია კარდიოვარჯიშები, სადაც დიდ სტრესს ვაყენებ ჩემს თავს. მინდა, მსიამოვნებდეს ის ერთი საათი, რომელსაც ვხარჯავ და ვგრძნობდე, როგორ მეხმარება მთელი სხეული მოდუნებაში...წაიკითხეთ სრულად