ავტორი:

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე დაინიშნენ

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე დაინიშნენ

"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, მან და პროდუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიაზე ჯანეტს სადა თეთრი კოსტიუმი ეცვა. ფოტო მან "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა.

ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის რომანის შესახებ AMBEBI.GE-სთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა წყვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში დავაფიქსირეთ.

მოდელი ბოლო წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სადაც დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა. მას დიდი გეგმები ჰქონდა მსოფლიო მოდის სფეროში მოსახვედრად, თუმცა როგორც ჩანს, თბილისში საბოლოოდ დაბრუნდა და ნოე სულაბერიძეზე დაქორწინებას აპირებს.

ჯანეტ ქერდიტოშვილმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ბრენდის პოპულარიზაცია ევროპაში უნდა, მაგრამ არა "მეიდ ინ ჯორჯიას" სტატუსით. მოდელმა მაშინ ისიც თქვა, რომ პირველ კოლექციას მაშინ გააკეთებდა, როცა გათხოვდებოდა, რადგან მამას ამდენ ფულს ვერ სთხოვდა.

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"