ავტორი:

„სმარტში“ სააღდგომო მზადება დაიწყო - სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს „სმარტის“ წარმოების პასკებს შესთავაზებს

„სმარტში“ სააღდგომო მზადება დაიწყო - სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს „სმარტის“ წარმოების პასკებს შესთავაზებს

განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო. ერთგული მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტისვე“ წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა, „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება. სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად „სმარტის“ საწარმომ მედია ტურს უმასპინძლა.

მედიის წარმომადგენლები საწარმოში პასკების ცხობის პროცესს დაესწრნენ, რაში მონაწილეობა თავადაც მიიღეს. როგორც მათ საწარმოში განუცხადეს, „სმარტის“ წარმოების პასკები ტრადიციული რეცეპტითა და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.

„სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყო. „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს „სმარტი“ სთავაზობს უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე დამზადებულ პასკებს და ეს ინგრედიენტებია კარაქი, კვერცხი, შაქარი, ფქვილი, ფორთოხალი, ლიმონი, ნედლი რძე, ცუკატები. საერთოდ, „სმარტის“ მთავარი რეცეპტი მდგომარეობს იმაში, რომ „ხარისხი დეტალებშია“. ჩვენ ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ასევე - სადღესასწაულო პასკებს, რომლის საბოლოო დიზაინი ჩვენი კონდიტრების მიერ არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, ეს პასკები „სმარტის“ ყოველ მომხმარებელს გაულამაზებს დღესასწაულს და სადღესასწაულო სუფრას“, - განაცხადა „სმარტის“ კონდიტერმა, მერი მანელიშვილმა.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზგასამართ სადგურებსა და ავტობანზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.

ავტორი: ეკა აბაშიძე

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის