ავტორი:

"მე არ ვარ პოლიტიკოსი და ისე დამისვით კითხვები, რომ გავიგო" - ნინი ქარსელაძე "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე

"მე არ ვარ პოლიტიკოსი და ისე დამისვით კითხვები, რომ გავიგო" - ნინი ქარსელაძე "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე

ფილარმონიაში "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მომღერალი ნინი ქარსელაძე მეგობართან, მარიკა თხელიძესთან ერთად მივიდა. ცნობილია რომ, ქარსელაძე და მისი ოჯახი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, ამიტომ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ მივიდა მომღერალი იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წასვლას მოითხოვენ.

ქარსელაძის თქმით, მისი შეკრებაზე მისვლის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მოუსმინოს ადამიანებს, ვისაც იცნობს და პატივს სცემს:

VIDEO: რატომ მივიდა ნინი ქარსელაძე დაიცავი საქართველოს შეკრებაზე

"მე არ ვარ პოლიტიკოსი და ცოტა ისე დამისვით კითხვები, რომ გავიგო... მარტივად გეტყვით, მე რატომ მოვედი ამ შეხვედრაზე - საქართველოს არავისგან არ ვიცავ. საქართველოს არ სჭირდება დაცვა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ.

მე მოვედი, რომ მოვისმინო ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია ვიცნობ, ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, რომ შეკრებიდან გამოსულიც ამავე პოზიციაზე დავრჩები.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა "დაიცავი საქართველოს" პათოსს, რომ უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილი, ქარსელაძემ უპასუხა:

"რა თქმა უნდა, არ ვუერთდები, მაგრამ მინდა მოვისმინო მათი პოზიციები ვრცლად და არა ისე, როგორც აქამდე ვისმენდი ტელევიზიებში. ბევრი კითხვა მაქვს და იქნებ ამ კითხვებზეც მივიღო პასუხი, თუ რატომ მოხდა მათი სხვა პოზიციებზე გადასვლა" - აღნიშნა ქარსელაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე

"აუდიტის სამსახური სწვალობს სავარაუდო ხარვეზებს, რაც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - რა განაცხადა ტიკარაძემ ვაქცინების დანაკლისზე