ავტორი:

GAUზიარე 33 ემოცია - დედა ენის დღე 2019

GAUზიარე 33 ემოცია - დედა ენის დღე 2019

14 აპრილს 13:00-19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი, რომელსაც წინ უძღვის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე.

12:00 საათზე სტუდენტები და მსვლელობის სხვა მონაწილეები ოპერიდან გაემართებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც შედგება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური აქცია.

13:00-19:00 საათზე კი მწერალთა სახლში გაიმართება ერთდღიანი ფესტივალი “GAUზიარე 33 ემოცია“. ფესტივალის სახელწოდება დაიბადა იმ უნიკალურ კრებულზე დაყრდნობით, რომელიც 2018 წელს GAU-ში შეიქმნა და მისი პირველი წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგა. ანთოლოგია ორენოვანია, აერთიანებს 33 ქართველი ავტორის ტექსტს, გაფორმებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით და თანამედროვე ანბანთქებას ქმნის. კრებული პალიტრა ლ-ის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით გამოიცა.

ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გაიხსნება და საინტერესო პროგრამით გაგრძელდება:

· ანსამბლი რუსთავი;

· ღია ლექციები ქართული ენის შესახებ: ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი; მწერალი დათო ტურაშვილი; ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე; მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა;

· თემატური თამაშები სიმბოლური პრიზებით; წიგნებისა და ანბანთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება;

· ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია;

· ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - ქართველი კლასიკოსების კალიგრაფიის მიხედვით შექმნილი შრიფტების პრეზენტაცია;

· GAU ბენდი;

· დათო ევგენიძის კონცერტი.

ამ დღის აქტივობები - სიმბოლური აქცია და ფესტივალი - ეხმიანება უახლეს ისტორიას, დედა ენის დღის დაარსების თარიღს, საბჭოთა პერიოდს, როდესაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. 1978 წელს დედა ენის დასაცავად ქუჩაში სწორედ სტუდენტები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები გამოვიდნენ. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა ამჯერადაც სტუდენტების ინიციატივითა და ჩართულობით იგეგმება.

ფესტივალის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ საერთო ღირებულების აღნიშვნაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიცავს და გვაძლიერებს, განგვასხვავებს სხვა ერებისგან და ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

დედა ენის დღე 41 წლისაა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი