ავტორი:

"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

ცოლ-ქმრის განქორწინების შემდეგ ბევრი რამ დავის საგანი ხდება, მათ შორის ქონების გადანაწილება და მამის ფინანსური ვალდებულებები შვილების მიმართ. განქორწინების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე მკითხველები ხშირად გვეკითხებიან. ცოლ-ქმარს შორის შესაძლო დავებზე და მკითხველების შეკითხვებზე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მენეჯერი, იურისტი ჟანა ჩიქოვანი პასუხობს.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ შვილს ალიმენტი დაენიშნოს?

- შესაძლებელია ალიმენტის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ მეუღლეები შეთანხმდნენ მარტივი წერილობითი ფორმით, რომელზედაც ხელმოწერა სასურველია დამოწმდეს ნოტარიულად. თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან, მაშინ მეუღლე, რომელსაც სურს მეორე მეუღლეს დაეკისროს ალიმენტი, მიმართავს სასამართლოს სარჩელით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. ალიმენტი ეკისრება ბიოლოგიურ მშობელს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა მშობლები. ალიმენტის შესახებ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

- როგორ განისაზღვრება ალიმენტის თანხის ოდენობა თუ მაგალითად, მამაკაცს სამი შვილი ჰყავს?

- ალიმენტი სავალდებულოდ გადასახდელი თანხაა, თუმცა ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას წყვეტს სასამართლო. კონკრეტული ციფრის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ყველა გარემოებას, პრიორიტეტულია არასრულწლოვანის საჭიროებები და მათში თითოეული მშობლის მონაწილეობის წილი. თუ, ვთქვათ, მშობლებს სამი შვილი ჰყავთ, სასამართლო გამოარკვევს თითოეულისათვის საჭირო თანხას, რაშიც მოიაზრება არსებითად კვება, ტანსაცმელი, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები, გადაადგილების ხარჯი და არა სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებში გაწევრების საფასური, დასვენება და ა.შ. ასევე გამოარკვევს მშობლების საერთო შემოსავალს და მათ სოციალურ მდგომარეობას და ამ ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით გასაზღვრავს თითოეული შვილისათვის საალიმენტო თანხას. თუნდაც მშობელი შრომისუუნარო იყოს, მას ალიმენტი დაეკისრება, რადგან ალიმენტი კანონიერი ვალდებულებაა მშობლისა არასრულწლოვანი შვილების მიმართ, თუმცა მშობლის მაღალი შემოსავალი არ ნიშნავს ავტომატურად საალიმენტო თანხის გაზრდას. იხილეთ ვრცლად

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც