ავტორი:

ბათუმში აქციის მონაწილეები, რომლებიც ოჯახის წევრების გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობას აბრალებენ, მინისტრს ხვდებიან

ბათუმში აქციის მონაწილეები, რომლებიც ოჯახის წევრების გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობას აბრალებენ, მინისტრს ხვდებიან

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს ხვდებიან და საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.

შეკრებილების განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში ექიმების დაუდევრობით მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, აქციას ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი