ავტორი:

აეროპორტიდან რუსთაველამდე 3.5 ლარად - თბილისში ახალი ტაქსის სერვისი InDriver შემოდის

აეროპორტიდან რუსთაველამდე 3.5 ლარად - თბილისში ახალი ტაქსის სერვისი InDriver შემოდის

ქართულ ბაზარზე ტაქსის სერვისის საერთაშორისო კომპანია, InDriver შემოდის. კომპანია უკვე მოღვაწეობს 18 ქვეყანაში და ჰყავს 20 მილიონამდე მომხმარებელი. InDriver-ის მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით არის ის, რომ მგზავრებს თავად შეეძლებათ მგზავრობის საფასურის დაწესება. შეკვეთის გაფორმებისას, მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით თავად შეეძლება მგზავრობის სასურველი ღირებულების არჩევა და მიიღებს იმ მძღოლების შემოთავაზებებს, ვინც თანახმა იქნება მოცემულ საფასურად მომსახურების გაწევაზე. მძღოლები, თავის მხრივ, ნახავენ სრულ ინფორმაციას მარშრუტის შესახებ და შეეძლებათ სასურველი შეკვეთის არჩევა. მსგავსი მეთოდი მგზავრებს იცავს ტაქსის კომპანიების აგრეგატორების მანიპულაციებისგან, რომლებიც პიკის საათებში მგზავრობის თანხას საგრძნობლად აძვირებენ.

ასევე, InDriver-ის ყოველი მგზავრობის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც აქრობს საკრედიტო ბარათების სხვადასხვა კომისიებს. ამ ყველაფრის გამო, InDriver-ით მგზავრობა, საშუალოდ, 20%-ით უფრო იაფი ჯდება ტაქსის სხვა სერვისებთან შედარებით. მაგალითად, აეროპორტიდან რუსთაველის მეტრომდე შეიძლება 3.5 ლარად მგზავრობა, წყნეთიდან გლდანი პლაზამდე კი - 7 ლარად. ცენტრში მგზავრობა 3 ლარის ფარგლებში ეღირება.

თბილისში InDriver-ს უკვე ჰყავს 2000-ზე მეტი გამოცდილი მძღოლი, რომლებიც მზად არიან მოემსახურონ მგზავრებს.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სერვისი ამოწმებს მძღოლების საბუთებს, ისტორიას და ამის მიხედვით მათ რეიტინგს ანიჭებს. მგზავრობის დროს მომხმარებელს შეეძლება გაუგზავნოს ახლობლებს გეოთაგი მძღოლის და ავტომობილის მონაცემებით, რისი მეშვეობითაც მარტივად გაუზიარებს მათ თავის ამჟამინდელ ლოკაციას და მარშრუტის შესახებ მონაცემებს. გეოთაგის გაგზავნა შესაძლებელი იქნება SMS-ის, სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

InDriver-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Play Market-სა და App Store-იდან.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის