ავტორი:

ექიმმა პაციენტების ხელოვნურად დაორსულებისთვის საკუთარი სპერმა გამოიყენა - ის სულ მცირე 49 ბავშვის მამა გახდა

ექიმმა პაციენტების ხელოვნურად დაორსულებისთვის საკუთარი სპერმა გამოიყენა - ის სულ მცირე 49 ბავშვის მამა გახდა

ჰოლანდიელმა რეპროდუქტოლოგმა პაციენტების ხელოვნური დაორსულებისთვის საკუთარი სპერმა გამოიყენა, თუმცა ქალებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით“, იან კარბაატს, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა, 49 ბიოლოგიური შვილი ჰყავს.

როტერდამის რეპროდუქციული კლინიკა, სადაც კარბაატი მუშაობდა, უკვე დაკეტილია. დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს სპერმის დონორი თავად ექიმი იყო. ის პაციენტებს არწმუნებდა, რომ სპერმას ანონიმი დონორებისგან იღებდა.

გარდაცვალებამდე 89 წლის კარბაატმა დაადასტურა, რომ 60-მდე ორსულობის შემთხვევაში საკუთარი სპერმა გამოიყენა. ვარაუდობენ, რომ ის კიდევ რამდენიმე ადამიანის ბიოლოგიური მამა უნდა იყოს. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ექიმის სპერმა სხვა კლინიკებშიც გადაიტანეს.

მისმა ერთ-ერთმა შვილმა, ერიკ ლევერმა ადგილობრივ გაზეთთან განაცხადა, რომ კარბაატზე არ ბრაზობს.

„არ მგონია, რომ მან დედაჩემი მოატყუა, რადგან დედას უნდოდა შვილი ჰყოლოდა და დაორსულება ქმრისგან ვერ შეძლო,“ - ამბობს ლევერი.

კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

Youtube ხარისხს შეამცირებს - ექსპერტები შიშობენ, რომ ინტერნეტის სერვერები რეკორდულ მოხმარებას ვეღარ გაუძლებს

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს