ავტორი:

"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება

"ხუთ წუთში ბარათიდან 401 ლარი ჩამომეჭრა" - თაღლითობით დაზარალებულები და ექსპერტის გაფრთხილება

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა 5 წუთის ინტერვალით ზედიზედ რამდენჯერმე განხორციელდა და ჯამში, 401 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი საჩივრით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, თუმცა როგორ და რა სქემით შეიძლება მომხდარიყო გადარიცხვა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

"ანგარიშიდან თანხა ზედიზედ 3-ჯერ ჩამომეჭრა. ჯერ - ერთი ლარი, შემდეგ ორჯერ - 200-200 ლარი ჩამომეჭრა. შესაბამისად, ჯამში, 401 ლარი. როგორც sms-შეტყობინებაში ეწერა, ერთ-ერთი სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა. მივმართე საგამოძიებო უწყებას და დაველოდები გამოძიებას" - აცხადებს მოქალაქე.

კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მისი სახელფასო ანგარიშიდანაც ჩამოიჭრა რამდენიმე ეტაპად თანხა, ჯამში - 201 ლარი.

"ჩემი ანგარიშიდან ჯერ ჩამომეჭრა 1 ლარი, შემდეგ 2-ჯერ 50-50 ლარი, მეოთხედ კი, - 100 ლარი. ჯამში 201 ლარი. შეტყონებაში ეწერა, რომ ეს თანხა ონლაინკაზინოს ანგარიშზე გადაირიცხა. მართალია, ბარათი დაზღვეული მქონდა და თანხას ბანკი ამინაზღაურებს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას უკვე მივმართე და ვნახოთ, რა გაირკვევა" - ამბობს დაზარალებული.

ასევე ონლაინ თაღლითობის მსხვერპლია „ბიზნესპრესნიუსის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, რომლის ანგარიშიდანაც 37 ლარი კვლავ სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდა.

„ჩემი ანგარიშიდან 37 ლარი ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარშზე გადაირიცხა. არ ვიცი, რა სქემით მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, თაღლითბასთან გვაქვს საქმე“ - აცხადებს დაზარალებული.

როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეეებმა მსგავსი თაღლითობისგან, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა პირადი მონაცემის მაქსიმალურად დაცვა წაიკითხეთ ვრცლად

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა