ავტორი:

დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე

დალაი ლამას პედაგოგი, რომელსაც სტალინსა და ჰიტლერზე დიდი გავლენა ჰქონდა - უცნობი ფაქტები ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსზე

"გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი მისტიური ფიგურა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ამას ისიც განაპირობებს, რომ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში დღესაც მოქმედებს ამერიკის საზოგადოების განვითარების ცენტრი, სადაც გიორგი გურჯიევის ფილოსოფიურ კონცეფციებზე დაყრდნობით იმართება პრაქტიკული სავარჯიშოები წმინდა ცეკვები, რომელიც აგებულია უნივერსალური ენაგმას სიმბოლოზე" - უყვება Ambebi.ge-ს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე, რომელიც მისტიკოსისა და ფილოსოფოსის გიორგი გურჯიევის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის:

- მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ენაგრამის ფუძემდებელი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელი, დალაი-ლამას, ჰიტლერის, სტალინის მასწავლებელი და მრჩეველი გიორგი (ჯორჯ) გურჯიევი 1872 (1877) წლის 28 ნოებერს ქალაქ ალექსადროპოლში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) დაიბადა... გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუცა ცნობილია, რომ იგი დედით სომეხი, მამით კი ბერძენი იყო. ზოგი მის სომხურ-ბერძნულ წარმოშობაზე საუბრობს, ზოგი - ასირიულზე, ზოგიც კი - ქართულზე. მისი ფსევდონიმი "გურჯიევია", რაც "ქართველს" ნიშნავს.

თუ ამერიკელი მწერლისა და ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობებს დავეყრდნობით, გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც. გიორგი გურჯიევი თავის მთავარ ნაშრომში წერს: ახალგაზრდობაში მეტსახელად დარკი მერქვა, მოწიფულობის ასაკში შავი ბერძენი, შუახნის ასაკში თურქისტანის ვეფხვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი გვარის შვილი, გახლავართ თავად მუხრანსკის შვილიშვილი. ის თავის წიგნებში იყენებდა ქართულ შრიფტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ათამდე ენას ფლობდა, უპირატესობას მაინც ქართულს ანიჭებდა. მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში გაატარა.

გიორგი გურჯიევი იყო მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ეზოთერიკოსი, სწორედ ამიტომ მას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო თუ სახელმწიფო ლიდერებთან განსაკუთრებული კავშირები ქონდა, მათგან გამოვარჩევდით დალაი ლამას, სტალინს, ჰიტლერს, ბულგაკოვს, ვაჟა-ფშაველას, გრიგოლ რობაქიძეს, პაულო იაშვილს და სხვებს...

1940-იანი წლების დასაწყისში გურჯიევი ტიბეტში მიემგზავრება. იქ 10 წელი დაჰყო, როგორც დალაი-ლამას მასწავლებელმა და მრჩეველმა, მაშინ, როცა იმ დროს ტიბეტში შესვლა და აღმოსავლური ცოდნის ზიარება სასტიკად აკრძალული იყო.

გურჯიევს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეზოთერიკით დაინტერესებულ მსოფლიოს მეორე ლიდერ ადოლფ ჰიტლერთან, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სწორედ გურჯიევმა შესთავაზა ჰიტლერს სვასტიკის სიმბოლოს გამოყენება, თუმცა მისტიკოსმა ურჩია სვასტიკის მიმართულება შეეცვალა, რადგანაც ის მზის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა და დიდ უბედურებს მოუტანდა, რაც ჰიტლერმა არ გაითვალისწინა. ჰიტლერთან იმდენად გასაიდუმლოებული იყო მისი კავშირები, რომ დღემდე დასაბუთებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გურჯიევს კარგი კავშირები ჰქონდა ნაცისტებთან და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული საიდუმლო ორგანიზაცია "თულეს" შექმნა.

გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში ვკითხულობთ - 1950 წლის ივნისში დილით სტალინმა ყურმილი აიღო და ბრძანება გასცა, იპოვეთ და მომიყვანეთ ამხანაგი გიორგი გურჯიევიო. აღნიშნული ჩანაწერიდან თუ ვიმსჯელებთ სტალინს გურჯიევთან შეხვედრა მორიგი საქმიანი ურთიერთობისთვის სურდა. გრიფით მოცულ საიდუმლო ჩანაწერებში დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო, ორი არ შემდგარი მღვდელი გურჯიევის ბიძის სახლში ერთად ცხოვრობდნენ, ორივე თბილისი არქიდიაკონის გუნდში მღეროდა, თუმცა ი. ჯუღაშვილი მალევე სემინარიდან გარიცხეს... გარიცხვის მიზეზი იყო არა მარქსისტული იდეები, არამედ სასულიერო პირთათვის შეუწყნარებელი ცოდვა, ასევე მისი გაწევრიანება საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ძალზედ პოპულარული იყო.

სწორედ ამ პერიოდში სტალინი მოექცა გურჯიევის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რომლის მიხედვით სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია და ბოროტების დაძლევა მხოლოდ ბოროტებით შეიძლება. სწორედ ამ პერიოდში სტალინმა გურჯიევის რეკომენდაციით შეიცვალა დაბადების თარიღი, იგი დაბადებულია არა 1879 წლის დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო აქამდე, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს (ახალი სტილით 18 დეკემბერს), მან საკუთარ დაბადების დღეს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, ამით შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და მასე ფსიქოტრონული ზემოქმედება თავიდან აიცილა. სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრული ურთიერთობები... მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გურჯიევი თავად განიცდიდა სტალინის გავლენას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რუსეთს პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება ჭიათურის აჯანყებაში, რა დროსაც იგი მძიმედ დაიჭრა... ურმით ხევსურეთში ფარულად გადაიყვანეს და მძიმე ქირურგიული ოპერაცია ექიმმა მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.

განსაკუთრებით საინტერესო ცნობებია არქივებში შემონახული გურჯიევის კავშირზე სტალინთან, როცა ისინი თბილისის სასულიერო გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ... გურჯიევმა სტალინს (აჩუქა) გადასცა წიგნი, რომელმაც სტალინის პირადი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... მეორე მსოფლიო ომის მოგებას სწორედ ამ წიგნის დამსახურებად თვლიდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს წიგნი მის ბიბლიოთეკაში (სამუშაო მაგიდის უჯრაში) იპოვეს, თუმცა მას შემდეგ იგი დღემდე დაკარგულად ითვლება....

- გურჯიევს თეთრ ეშმაკს უწოდებდნენ...

- გიორგი გურჯიევს ადამს, ადამიანის სულის მექანიკოს, თეთრ ეშმაკს, ხოლო მისი მოწაფეები და თაყვანისმცემლები "კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს", დიდ მოგვს და უდიდეს მოაზროვნეს უწოდებენ. მან მთელი მსოფლიოს მისტიკური სკოლები შემოიარა, განსაკუთრებით აღსანიშნავია აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ინდოეთი), აფრიკა (ეგვიპტე) და ტიბეტი. იგი დაინტერსებული იყო ზებუნებრივის ძიებით და ფენომენით, გატაცებული იყო ასევე დერვიშიზმით და ვერ იტანდა ტერმინ ოკულტისტს და იოგას.