ავტორი:

"ძალიან ვრისკავ... მაგრამ არ მეშინია!" - ნინა წკრიალაშვილმა დაასახელა მამაკაცი, რომელმაც მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა

"ძალიან ვრისკავ... მაგრამ არ მეშინია!" - ნინა წკრიალაშვილმა დაასახელა მამაკაცი, რომელმაც მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარული კონვერტის" ეთერში მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პირად ცხოვრებაზე ძალიან გულახდილად ისაუბრა და ბევრი დღემდე უცნობი დეტალი გააჟღერა თავისი ცხოვრებიდან.

გადაცემის წამყვანმა ია ფარულავამ ერთ-ერთი ფარული კონვერტიდან ამოიღო კითხვა "შიშველი ნინას ვიდეოს" შესახებ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა ხმამაღლა და ძალიან გულწრფელად ისაუბრა და დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.

ნინას თქმით, ამ კადრების გავრცელების შესახებ ახალი წლის პირველ დღეს გაიგო, როცა პირველ იანვარს მის ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდიოდა და ყველა მის მდგომარეობას კითხულობდა.

"მართლა რა არ გადამიტანია, მაგრამ ამ დროს ვიყავი სრულიად უძლური, გიჩნდება კითხვები როგორ გაგწირეს, არ გინდა იცოცხლო, ან გინდა მოკლა ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობდი როგორ მომეკლა, საქვეყნოდ მინდოდა დამეჯიჯგნა... რა უნდა მეფიქრა? ადამიანი რომ გიმეტებს ისე, რომ ახალ წელს მესენჯერში ვირუსის სახით მისდის ეს 10 000 ადამიანს და ისინი გადაუგზავნიდნენ თავის მეგობრებს...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაშიც გამიმართლა, მყავს ყველაზე მაგარი შვილი! ამ ვიდეოს შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მიშა გასიტაშვილმა წამიყვანა სტამბოლში, ფეხით რომ მევლო ბევრი... ჩემს შვილს ვუთხარი: სანდრო, რაღაც პრობლემა მაქვს და ვერ გავჩერდი მანდმეთქი. და ბავშვი მეუბნება - "რაზე მეუბნები, იმ ვიდეოზე? კი ვიცი... მე ვიცი, ვინც გაგიკეთა ეს ყველაფერი და თუ ამდენი იმიტომ იწვალე, რომ ამის გამო მოკვდე, ესეთი სუსტი ადამიანი არ მგონიხარო".

მამასთან არ მისაუბრია ამაზე, მაგრამ დედას და ჩემს დას რომ ვუთხარი, მათი რეაქცია იყო: ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთები გადაგიტანია? ჰო, სიკვდილი გადამიტანია, მიტოვება და დამცირება გადამიტანია, ძალადობა გადამიტანია, "პახაობა", შიმშილი... მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა არა. თვითმკვლელობას ვაპირებდი, ყოველდღე მინდოდა მოვმკვდარიყავი... ორი ვარიანტი გაქვს: ან უნდა ადგე და გააგრძელო ცხოვრება, ან უნდა მოკვდე. იცი როგორ გამოვედი კიდე? მე და ზალიკო წავედით ბერლინში, გავერთეთ, ბევრი დავლიეთ და ბევრი ვიარეთ..." - ყვება ნინა წკრიალაშვილი.

"როგორია შენს სახელს რომ დაგუგლავ და "პორნჰაბზე" ამოგიგდებს ვიდეოს? ეს ხდებოდა თვენახევრის განმავლობაში... გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანის IP მისამართი და დარწმუნებული ვარ დაისჯება... ზუსტად ვიცი, ვინც არის შემკვეთი... მე ძალიან ვრისკავ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოჰყვეს, მაგრამ არ მეშინია! ეს ადამიანი მემუქრება და ბევრმა მითხრა, რომ დღეს თუ არა, რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე...

ამ ადამიანთან ვარ ასი პროცენტით მართალი, ჩემი უფლებები არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია, მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ყველაფერზე მიიღებს პასუხს. ეს ადამიანი არის - გიორგი შელეგია, იგივე "ძაძა". ამ ადამიანთან მე მქონდა ძალიან სერიოზული რომანი, ურთიერთობა. ჩემზე დიდად უფროსია 20 წლით... ძალიან სკანდალურად დავასრულეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო.

ადამიანი, რომელიც ჩემთვის იყო მამა, პარტნიორი, ბიძა, ოჯახი... მთელი სულით, გულით, ტვინით ვენდობოდი, მეგონა რომ დაიწყო ჩემი მშვიდი ცხოვრება, პირველად ვიგრძენი რომ ვარ ქალი, მყავს გვერდით ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს... მანებივრებდა ძაან. საქართველოში ბიზნესები აქვს, მაგრამ რუსეთში რაღაც სტატუსები აქვს, თავის "ზვიოზდაჩკებით" და ა.შ. მეხვეწებოდა, რომ გამეჩინა მისგან შვილი, მაგრამ არ იყო ეგრე... ვფიქრობდი კიდეც რომ გამეჩინა.

ურთიერთობიდან ზუსტად ერთ წელში გავიგე, რომ მისგან ვიღაც ქალი იყო ორსულად. დამენგრა ბოლო იმედი, იმიტომ რომ თუ ვინმეს ვენდობოდი, იყო ეს ადამიანი..." - ამბობს ნინა წკრიალაშვილი. მისივე თქმით, ამ მამაკაცმა დააბრალა 100 000 დოლარად ღირებული საათის და ჯვრის ქურდობა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. მომღერლის თქმით, ღალატი და ტყუილი აპატია და ხელახლა დაიწყეს ურთიერთობა. თუმცა, ამის შემდეგ უარესი ტყუილები დაიწყო:

"ვუთხარი, რომ თუ უნდოდა ეს ქალი, წასულიყო მასთან. თავი მოიკლა, რომ არ უნდოდა. მერე ვუთხარი, რომ შვილისთვის ალიმენტი გადაეხადა, ბინა ეყიდა და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა. თურმე, სპექტაკლებს დგამდა, ნახულობდა და მე მთხოვდა ბავშვის სურათი მიშოვეო... ავდექი, წავედი. ჩემი თავმოყვარეობა შეუფასებელია, თუ რამე დამემართა, სახელი და გვარი ნათქვამი მაქვს და იცით ვინცაა" - ყვება წკრიალაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნებისთვის არ უჩივლია, თუმცა შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტმა დამოუკიდებლად დაიწყო საქმის ძიება. საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე გამავრცელებელი, რომლებმაც გადაუგზავნეს ვიდეო ასობით ადამიანს. წკრიალაშვილის თქმითვე, სურს რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც დაუკვეთა და ატვირთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კორონავირუსს მადლობას უხდის - რას წერს შარლოტა ჰელენა საქართველოს დატოვების შემდეგ

კახი კალაძე ოჯახთან ერთად შეკვეთილში ისვენებს - მერის გლამურული ზაფხული

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)