"პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილზე სადაც რამდენიმე საათის წინ სამი მუშა დაშავდა, შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ.
მშენებლობის ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ, რის გამოც შეკრებულ მოქალაქეებსა და მშენებლობის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შრომის ინსპექტორები ამჟამად ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამოწმებენ ობიექტზე არსებულ პირობებს.