ავტორი:

პროექტის - „მაკულიტერატურა“ ფარგლებში, სკოლებს შორის შეჯიბრი დაიწყო

პროექტის - „მაკულიტერატურა“ ფარგლებში, სკოლებს შორის შეჯიბრი დაიწყო

სკოლებს შორის შეჯიბრი, რომელიც მიზნად ხეების მოჭრის სანაცვლოდ, არსებული რესურსის გამოყენებას ისახავს, უკვე დაიწყო. თბილისის 137-ე საჯარო სკოლამ უკვე ჩააბარა 500 კილოგრამი მაკულატურა, რომლის შეგროვებაშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართულები. მაკულატურის სანაცვლოდ ბავშვებმა სრულიად ახალი სასურველი წიგნები მიიღეს.

„პალიტრა L-ის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეჯიბრი სკოლებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის საინტერესო და სასურველ წიგნებში და გაამდიდრონ სკოლის ბიბლიოთეკა.

თვეში ერთხელ, დათქმულ დღეს მაკულიტერატურის მანქანა ესტუმრება სკოლას, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლებათ, ადგილზე მოიტანონ ძველი ქაღალდები, რვეულები, წიგნები; ჩააბარონ და იქვე აირჩიონ სრულიად ახალი, სასურველი წიგნები.

თითოეული სკოლის მიერ მაკულატურა ბარდება თვეში ერთხელ - როდესაც შეგროვდება მინ. 500 კგ. ბარდება ქაღალდი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი; არ ბარდება - მუყაო, ცელოფნის ფაილი, ბაინდერი.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეები თუ მასწავლებლები შესაბამისი კილოგრამების მიხედვით, მიიღებენ ახალ წიგნებს, ივნისის ბოლოს დაჯამდება თითოეული სკოლის მიერ ჩაბარებული მაკულატურის რაოდენობა და გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა მთავარი პრიზი- 2019 წელს, „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ყველა სასკოლო ასაკის ლიტერატურული წიგნი.

„პალიტრა L-ის“ პროექტი - "მაკულიტერატურა“ უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მოსახლეობას ძველი, უსარგებლო ქაღალდების სანაცვლოდ სრულიად ახალ, სასურველ წიგნებს სთავაზობს.

მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა კომპანიების სოციალურ- კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გადმოწერო

როგორ შევინარჩუნოთ რემონტის ეფექტურობა დიდხანს?

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება