ავტორი:

საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან

საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან

საუდელი დები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას „ტვიტერზე“ ითხოვენ, მათ შესახებ მსოფლიოს უამრავი წამყვანი მედიასაშუალება წერს.

Fox News-ის ინფორმაციით, დები „ტვიტერზე“ ანგარიშით GeorgiaSisters წერენ. ისინი ამბობენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე არიან.

„თქვენი დაცვა გვჭირდება. გვსურს ვიპოვოთ ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს,“ - ამბობს ვიდეოში მაჰა.

დების განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან, საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, მათ მოკლავენ. გოგონები ამბობენ, რომ საქართველოში მათ მოსაძებნად უკვე იმყოფებიან ძმები და მამა.

გოგონები „ტვიტერზე“ თავსაბურავის გარეშე ჩანან. დები ამბობენ, რომ სურთ მათი სახე ყველამ დაიმახსოვროს, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„ოჯახის ზეწოლას გამოვექეცით, რადგან საუდის არაბეთში ჩვენ არანაირი კანონი გვიცავს,“ - ამბობენ გოგონები.

სხვა მიზეზების შესახებ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ, დები არ საუბრობენ.