ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე შევაყვაროთ კითხვა?

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე შევაყვაროთ კითხვა?

მშობლებმა შვილების განვითარებაზე ზრუნვა პატარაობიდანვე უნდა დაიწყონ. წიგნების კითხვა ბავშვებს გონებრივ განვითარებაში ეხმარება. ამით მათ უფრო მეტად გავუფართოვებთ თვალსაწიერს. წიგნების კითხვით ბავშვები დაიწყებენ ოცნებას, მიიღებენ საინტერესო გამოცდილებას, გახდებიან მეტად კრეატიულები და ისწავლიან, თუ როგორ ან რატომ უნდა დაისახონ დიდი მიზნები. ბავშვის ცნობისმოყვარე ბუნებას წიგნები საინტერესო პასუხებს გასცემენ, აიძულებენ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას.

კითხვა ძალიან ეხმარება პატარებს მახსოვრობის გაუმჯობესებასა და ლექსიკის დახვეწაში. ბავშვები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ყალიბდებიან რაციონალურ, თავისუფალი აზროვნების მქონე, საინტერესო ადამიანებად, რომლებთან ურთიერთობაც ყველას სურს და სიამოვნებს. მათ ნაკლებად გაუჭირდებათ ცხოვრებაში ნებისმიერი სირთულის გადალახვა, რადგან თითქმის ყველა სიტუაციისთვის შესაბამისი გამოსავალი წიგნებში ექნებათ ადრე ნაპოვნი.

მათთვის, ვისაც სურს, რომ თავიანთ შვილებს ამ საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცენ, 23 აპრილი საინტერესო თარიღია. ამ დღეს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში კი სპეციალურად 23 აპრილის აღსანიშნავად, დაიწყო კამპანია #აჩუქეწიგნი. ამ კამპანიაში ჩართვით შეძლებთ, რომ ლიტერატურამ თქვენი შვილის გულში დიდი ადგილი დაიკავოს. ბავშვი იგრძნობს, რომ რაღაც საინტერესოს ნაწილი ხდება და საჩუქარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს. შეგიძლიათ პატარასაც მისცეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავის რომელიმე მეგობარს აჩუქოს წიგნი. ბავშვს ამ პატარა რიტუალით უფრო მეტად შეაყვარებთ ლიტერატურას და დაანტერესებთ მისით. ეს დღე მათ მახსოვრობაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

კამპანიას #აჩუქეწიგნი უამრავი კომპანია და უამრავი ადამიანი უერთდება. წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“ კი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შეიძნოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს აჩუქოთ ის. კამპანიის ფარგლებში უკვე დაიწყო ფასდაკლება 500-მდე წიგნზე, რომელთა შორის დიდი ნაწილი საბავშვო გამოცემებს უკავია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი