ავტორი:

ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ ფლორიტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ.

“გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით-განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.

ბზა წარმოადგენს მარადმწვანე, ყინვაგამძლე, ყვავილოვან დაბალ ბუჩქს ან ხეს, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს. ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე იზრდება 2 დან 12 მეტრამდე, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში. ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად უძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდადობის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭვას, მარტივად შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭვისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალი ამოსული ღეროები უფრო მარტივად იღებს ნებისმიერ ფორმას.

მისი გადარგვა და დარგვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი უნდა იყოს გასუფთავებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან და ყვითელი ქვიშისგან. ბზის მცირე ბუჩქს სააღდგომოდ „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარად და 99 თეთრად შეიძენთ.

როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები, მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. „ დეტალური ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგირთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის