ავტორი:

22 აპრილს, „წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს საყვარელ ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ

22 აპრილს, „წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს საყვარელ ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ

22 აპრილს 19:00 საათზე „ქარვასლაში“ (ც.დადიანის #7) მკითხველებს „მეცხრე ფლიგელისა“ და „გათხოვილის დღიურების“ ავტორი, თეა ინასარიძე და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული ავტორები: შორენა ხუხუა და ელის დოჯსონი შეხვდებიან.

ლიტერატურულ საღამოზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელი ქართველი ავტორები უფრო ახლოს გაიცნონ, გაუზიარონ მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მიიღონ მათგან პასუხები დასმულ კითხვებზე.

შეგახსენებთ, რომ „წიგნის დღეები“ სავაჭრო- და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ 20-23 აპრილის განმავლობაში გაიმართება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელი ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის; 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება წიგნები; 70%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ სტუმრები აუთლეტის წიგნების შეძენას; ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა.

წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე. შენობა ადაპტირებულია.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1222089774625766/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი