ავტორი:

მალე აფთიაქებში მცირე ზომის ჟანგბადის ბალონები გამოჩნდება - რა არის Oxy და რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ის?

მალე აფთიაქებში მცირე ზომის ჟანგბადის ბალონები გამოჩნდება - რა არის Oxy და რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ის?

ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლამ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, როგორც არასდროს; მიუხედავად ამისა, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერება დღეს ისეა დაბინძურებული, როგორც არასდროს არ ყოფილა.

სხვადასხვა გაზი - კარბონის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი, ფტოროვანი გაზები და ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც პოლიეთილენის წვისას გამოიყოფა ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები არიან. ყოველთვის, როცა დეოდორანტს მოვიხმართ, ავტომობილში ფილტრს არ ჩავამონტაჟებთ, ტყეში ანთებულ კოცონს დავტოვებთ, მდინარეში პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმასის ქილებს გადავყრით, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაბინძურებთ იმ მიწას, წყალსა და რაც მთავარია, ჰაერს, რომელიც ჩვენი სიცოცხლის წყაროა.

ჰაერის დაბინძურება თბილისის მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მძიმე საკითხია. სწრაფი ურბანიზაციისა და საცობების გამო დედაქალაქის რამდენიმე მონაკვეთი, მაგალითად, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირი განსაკუთრებით დაბინძურებულია.

ზოგადად, თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ცვლილებებისკენ გვიბიძგებს, რაც ჩვენი ცხოვრების წესში კორექტივების შეტანასა და საკუთარი თავისთვის გაფრთხილებას გულისხმობს.

ბოლო წლებში, ატმოსფეროს დაბინძურებამ ადამიანის დაბერების პროცესი დააჩქარა და დაავადებები, რომლებიც ფატალურ შედეგს იწვევენ, კიდევ უფრო მომრავლდა. მაგალითად, გაახალგაზრდავდა ისეთი დაავადებები, როგორიც არის ტვინის ინსულტი, ათეროსკლეროზი, სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ლეიკემია და სხვა.

სანამ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და აქტივობები შედეგს გამოიღებს, მწარმოებლებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მარტივად მოხმარებადი მცირე ზომის ჟანგბადის ბალონები შექმნეს, რომელმაც ბევრი ოჯახის მცირე აფთიაქში, ავტომობილსა თუ ჩანთაში შეუცვლელი ადგილი დაიკავა.

რისთვის გამოიყენება აღნიშნული ჟანგბადის ბალონები?

ჟანგბადით მკურნალობა სასარგებლოა სისხლძარღვების, გულის კუნთის, ტვინისა და კიდურების დაავადებების დროს. ასევე, ჟანგბადოთერაპიას ხშირად იყენებენ ორსულთათვის, დიაბეტით დაავადებულთათვის და კუნთების მოდუნების დროს. ასევე, გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ღვიძლის ქრონიკული ანთებების, ეპილეფსიის, შაკიკის, გაფანტული სკლეროზის, დეპრესიისა და ინფარქტის დროსაც.

გარდა ამისა, ჟანგბადის მცირე ზომის ბალონები პოპულარობით სარგებლობს ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურის გამო სუნთქვა გვიჭირს.

უცხოეთში სატარებელი ჟანბადის ბალონებია Boost, Oxy 99, Pure O2 და ა.შ ისინი საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით, ჯანმრთელი ცხოვრების მიმდევართა მხრიდან.

უცხოური პრაქტიკა საქართველოშიც წარმატებით მკვიდრდება. ქართულმა კომპანიამ Med Project, რომელსაც ჟანგბადის ბალონების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს, გადაწყვიტა, სხვადასხვა დაავადებისა და დაბინძურებული გარემოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უცხოეთში პოპულარული პროდუქტი შეექმნა.

ჟანგბადის ბალონის სახელია - Oxy და ის აფთიაქებში რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

ჟანგბადის ბალონი შეიცავს კონცენტრირებულ სასუნთქ ნარევს, რომელიც 95% ჟანგბადსა და 5% აზოტს შეიცავს. ეს შემადგენლობა ინჰალაციის დროს ჟანგბადის მაქსიმალურად შთანთქვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Oxy-ს ჟანგბადის ბალონი სატარებლად ძალიან მარტივია.

ჟანგბადის ბალონების გამოყენებას არ აქვს შეზღუდვები. ის სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. მისი მომხმარება სასარგებლოა გონებრივი და ფიზიკური სტრესების დროს დასუსტებული ბავშვებისთვის.

ასევე, ჟანგბადის თერაპია ორსულ ქალებს ეხმარება, გაუმკლავდეს ტოქსიკურ მოვლენებს და შეამციროს ნაყოფში ჰიპოქსიის რისკი.

Oxy-ს გამოყენება რეკომენდებულია დახურულ და ჩახუთულ სივრცეში; მძღოლებისთვის; ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით; თავის ტკივილის დროს; სტრესის მოსახსნელად; ავტომობილით გადაადგილებისას უსიამოვნო შეგრძნების დროს, ორგანიზმის საერთო ტონუსის ასამაღლებლად; ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით, ფიზიკური, სექსუალური და გონებრივი აქტივობის დროს; ნაბახუსევზე, როცა ჟანგბადის უკმარისობის პრობლემაა. მისი გამოყენება ექიმის დანიშნულებითაც შესაძელებელია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟანგბადის ბალონის მოხმარებას უკუჩვენება არ აქვს.

როგორია Oxy-ს გამოყენების წესები?

ჟანგბადის ბალონს ვხსნით ხუფს. “Up” წარწერიანი მხარე თავდაყირა უნდა დავიჭიროთ და ნიღაბი აქტივატორის ღიობში ჩავდოთ. ამის შემდეგ, ნიღაბს პირსა და ცხვირზე ვიფარებთ და აქტივიზატორს 1-2 წამის განმავლობაში ვაჭერთ თითს, გამოსულ ჟანგბადს კი ღრმად ვისუნთქავთ. ბოლოს, აქტივიზატორს ვუშვებთ და ამოვისუნთქებთ.

გამოყენების შემდეგ, ნიღაბი კვლავ ქილას უნდა დავაფაროთ. ამ რამდენიმეწამიანი პროცედურის შედეგად, სასუნთქ გზებში სიგრილე და სიახლის შეგრძნება გვრჩება, ტვინს ჟანგბადი აქტიურად მიეწოდება.

(R)

სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან

ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა