ავტორი:

"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

"უკრაინაში ქართულ რესტორნებში დადის, განსაკუთრებით ხინკალი უყვარს" -  რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო რბოლა დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ამომრჩეველთა ხმების 73,13%-ით ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24,49% მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ვლადიმერ ზელენსკის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ბუბა კიკაბიძესთან. მეტიც, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის სატელევიზიო სტუდიამ - Квартал 95, რომელიც უკრაინაში პოპულარულ სერიალებსა და შოუებს იღებს, კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით "ნამდვილი ქართული ლეგენდა" (Настоящая грузинская Легенда).

პროდიუსერმა რატი აბზანიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზელენსკის და ბუბა კიკაბიძის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ხელოვანს ერთმანეთთან მეტად თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE ბუბა კიკაბიძეს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"ზელენსკი კიევში გავიცანი, განსაკუთრებულად სიმპათიური კაცია და ძალიან მიხარია, რომ ის გახდა უკრაინის პრეზიდენტი... ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფოში ვწევარ..." - გვითხრა მომღერალმა.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვლადიმერ ზელენსკისა და ბუბა კიკაბიძეს, ამის დეტალურად გასარკვევად, AMBEBI.GE-მ მომღერლის პროდიუსერს, რატი აბზიანიძეს მიმართა:

"ვლადიმერ ზელენსკი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია... მას უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს, 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო... უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო.

როგორც ბუბა კიკაბიძე არ ჩადის რუსეთში, ისევე არ ჩადის ზელენსკიც... როდესაც ზელენსკის რუსეთზე ჰკითხეს, მან თქვა, მეც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება მაქვს რუსეთის მიმართ, როგორც ბუბა კიკაბიძეს, იგი ჩემი კერპია, ჩემთვის გურუაო... ძალიან დიდი თაყვანისმცემელია ბუბა კიკაბიძის...

- როგორც ჩანს მას თქვენც ახლოს იცნობთ?

- დიახ... მისი პირადი მიწვევით ვმუშაობდი და ბევრი საერთო პროექტი განვახორციელეთ - ნანი ბრეგვაძის და ლიზა ბაგრატიონის კონცერტები, ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი... ზელენსკის კომპანიის წარმომადგენელიც ვარ საქართველოში. ვოვას (ასე ვეძახთ შინაურულად) იმდენად უყვარს საქართველო, ალბათ, პრეზიდენტის რანგში პირველად საქართველოს ეწვევა...

რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდის და დარწმუნებული ვარ, რასაც უკრაინელ ხალხს ჰპირდება, ყველაფერს შეასრულებს და თავის სამშობლოს ბევრ სიკეთეს მოუტონს, იგი უზომოდ შეყვარებულია უკრაინაზე... საარჩენო კამპანიაც უჩვეულო ჰქონდა. ყველაფერი მის მიერ იყო გადაწყვეტილი და მხოლოდ მან შეძლო ხმების ასეთი უმრავლესობით გაემარჯვა, რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიას არ ახსოვს...

- ახსენეთ, რომ საქართველო ძალიან უყვარს...

- დიახ, სულ საქართველოში ჩამოდიოდა დასასვენებლად... გამორჩეულად უყვარს ყაზბეგი, გუდაური და ბათუმი... ქართული საჭმელები იმდენად მოსწონს, რომ უკრაინაშიც კი ქართულ რესტორნებში დადის. გამორჩეულად ხინკალი უყვარს. ამბობს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, რამდენიმე კილოგრამით მეტი მივდივარ უკრაინაშიო...

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მისი მშობლებიც ყოველ წელს საქართველოს სტუმრობენ დასასვენებლად. უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან.

- ვლადიმერ ზელენსკის მეუღლესაც იცნობთ?

- დიახ... ძალიან ახლოს არა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დადებითი ადამიანია. საერთოდ, ვოვაა იმდენად კარგი ადამიანი, მასზე ცუდს ვერავისგან გაიგებ. ძალიან ბევრ გაჭირვებულს ეხმარება. მრავალი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენია...

"PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს" - რას წერს შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტის მიხედვით კორონავირუსი დაუდასტურდა

"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის

პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  ინფიცირების რისკი შევამციროთ