ავტორი:

როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?

როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი?

თბილი ფერები, შემინული აივნები, კედლები და ეკოლოგიური გარემო - ეს არის სამი მთავარი კრიტერიუმი, რასაც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების თქმით, ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც გამოცდილი დიზაინერები აცხადებენ, ამ მხრივ ყველაზე მეტად დუბაიში, ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსები და ცათამბჯენები გამოირჩევიან.

„ელეგანტური დიზაინი, თბილი ფერები, ევროპული სტანდარტები, მაღალი ჭერი, შემინული აივნები, სიმწვანე ირგვლივ - ეს არის აუცილებელი კრიტერიუმები, რაც ამ კონკურენტულ გარემოში ულტრათანამედროვე საცხოვრებელმა კომპლექსმა უნდა დააკმაყოფილოს. კარგი არქიტექტურა ყოველთვის აუცილებლად უნდა პასუხობდეს ლოკალურ კონტექტს. საცხოვრებელი კომპლექსი უნდა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული დიზაინით, უსაფრთხოების მაღალი დონით და სიმყუდროვით, რათა იგი საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული იყოს არამხოლოდ ახლა, არამედ ათწლეულების მანძილზე, რათა იქ მცხოვრებლები მუდმივად გრძნობდნენ თავს ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებად“, - აცხადებენ მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები.

გამოცდილი სპეციალისტები მშენებლებს ურჩევენ, რომ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები მიმზიდველი და განსაკუთრებული ექსტერიერით გამოირჩეოდნენ, თანამედროვე დიზაინში უნდა ჭარბობდეს მინა, რათა საცხოვრებელ ფართებს უფრო მეტი სინათლე ჰქონდეთ.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ პირველ რიგში საცხოვრებელ კომპლექსში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, იგი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხის რისკი.

გარდა ამისა, ყველა საჭირო ინვენტარი, როგორიცაა მაგალითად ლიფტი და გაყვანილობა უნდა იყოს განსაკუთრებულად ხარისხიანი და წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიებით აღჭურვილი. საცხოვრებელი კომპლექსი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის. ეს არის სტანდარტი, რომელსაც დღეს უკვე ყველა ულტრათანამედროვე შენობა უნდა აკმაყოფილებდეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტენდენციების მიხედვით, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარას ამჯობინებენ. იგი დიზაინითა და გამძლეობითაც გამოირჩევა.

ამასთან, ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ყველა საცხოვრებელ ფართს უნდა ჰქონდეს კარგი სავენტილაციო სისტემა, ყველა ბინასთან უნდა აღწევდეს მზის სხივები, გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ერთიანი გათბობის სისტემები, თბოიზოლაცია და რაც მთავარია, კომპლექსის ირგვლივ უნდა იყოს კარგი ხედი, ვინაიდან ეს ბინადრების განწყობისთვის აუცილებელია.

ულტრათანამედროვე კომპლექსები უნდა იყოს აუცილებლად ქალაქის ცენტრში ან ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს მწვანე გარემოში. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმია. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანისთვის, მით უფრო თანამედროვე სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სიდნეის საცხოვრებელი კომპლექსების გაიდლაინში წერია, რომ მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს უსაფრთხო ადგილას, რომელიც ახლოს იქნება ცენტრთან, მაღაზიებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და ამავდროულად იქნება მყუდრო ადგილას.

ამასთან, ავსტრალიელი სპეციალისტების მოსაზრებით, ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში უნდა იყოს სხვადასხვა ზომის ბინები განთავსებული, რათა ყველა ზომის ოჯახს და ყველა მოთხოვნების მქონე ადამიანს ჰქონდეს იქ ცხოვრების შესაძლებლობა.

სწორედ მსგავსი კრიტერიუმებით შენდება საცხოვრებელი კომპლექსები ეკონომიკურად მდიდარ ქალაქებში, მაგალითად დუბაიში, ჰონგ-კონგის ცენტრში, ნიუ-იორკში, ფრანკფურტში. მსგავსი ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში 2020 წლიდან გამოჩნდება. მას „ემერალდ ჯგუფი“ ვაკეში მყუდრო ადგილას აშენებს. საცხოვრებელი კომპლექსი Marabda Hills-ი უმაღლესი ხარისხის საშენი მასალის გამოყენებით აშენდება, Vileroy&Boch-ს ევროპული მასალით მოპირკეთდება და აღიჭურვება Mitsubishi-ს ლიფტებით. რაც მთავარია, კორპუსი იქნება გამწვანებულ ადგილას, საიდანაც გადაიშლება პანორამული ხედები.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის