ავტორი:

"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი

"ეჭვიანი ქალივით მთელ ქალაქში ვეძებ..." - როგორი მეუღლე და მამაა ლევან წულაძე და რა მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინშია რეჟისორის ოჯახი

მსახიობი მანანა კოზაკოვა მალე სიდედრი გახდება: მისი და რეჟისორ ლევან წულაძის ქალიშვილი - თინათინი (რომელიც მოცეკვავე გახლავთ) დანიშნულია და ოჯახურ ცხოვრებას იწყებს... ქალბატონ მანანას ქალურ თემებზე ვესაუბრეთ.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთ?

- არა მგონია. გარკვეულ საკითხებში სულის სიმტკიცე გამომიჩენია, მაგრამ საკუთარ თავზე ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ.

- კრიტიკულ სიტუაციებში როგორ იქცევით?

- ჩემს გასაკეთებელს თავად ვაკეთებ. ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და სხვისი ხელის შემყურე არ ვიყო, არც - მორალურად, არც - მატერიალურად.

- ისეთი სამეგობრო წრე გყავთ, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?

- კი, როგორ არა! ნამდვილად მყავს და მიმაჩნია, რომ მეგობრობა ერთ-ერთი სულიერი საზრდოა, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელია.

- ბავშვობის მეგობრები გყავთ?

- ბავშვობის მეგობრებიც მყავს და მერე შეძენილიც. ჩემს ცხოვრებაში მათ არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირ შემთხვევაში - გადამწყვეტიც, რადგან მაგალითად, ნათესავს არ ირჩევ, მეგობარს კი ირჩევ და "გზრდის", მასთან შენს აზრებს ამოწმებ და ა.შ. უამრავი ნიუანსია. უბრალოდ, მეგობრები საჭირონი არიან.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც საკითხის შესახებ ოჯახში არაფერი გითქვამთ და რჩევა მეგობრებისთვის გიკითხავთ?

- კი, ნამდვილად ყოფილა, თან - არაერთხელ, რადგან არსებობს რაღაცები, რაც სახლში არ უნდა მოჰყვე. განა იმიტომ, რომ საიდუმლოა? უბრალოდ, გარკვეულ ზღვარს იცავ, მეგობრების გარემოცვაში კი შეგიძლია მოდუნდე, თუნდაც საკუთარი თავი, აზრები გადაამოწმო, მართალი ხარ თუ არა.

- თქვენი და თქვენი სამეგობროს განხილვის საგანი ძირითადად, რა არის ხოლმე?

- ყველაზე ხშირად მაინც ხელოვნების შესახებ ვსაუბრობთ, რითიც ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი ამბობს, - სამსახურში წავედიო. შემდეგ, საღამოს 6 ან 9 საათზე, როდესაც მუშაობას ამთავრებს, მისი საქმე იქ სრულდება, თეატრი და საერთოდ ხელოვნება კი სულ სხვა პროცესიაა. როცა ამა თუ იმ როლზე, სპექტაკლზე მუშაობ, სულ ფიქრობ, აზრებს განუწყვეტლივ ამოწმებ, ლაპარაკობ...

- როცა თქვენ და თქვენი მეუღლე კამათობთ, ვინ თმობს ხოლმე?

- კამათი უამრავ რამეზე შეიძლება. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ცოლქმრულ ურთიერთობაში ადამიანმა იმის გამიჯვნა უნდა ისწავლოს, რისი დათმობა შეიძლება და რისი - არა. ძალიან ხშირად (განსაკუთრებით - ცოლქმრობის პირველ წლებში), ადამიანი ვერ არჩევ, რისი დათმობა შეგიძლია. ხშირად რაღაც სისულელე მნიშვნელოვნად მიგაჩნია და არ თმობ. დრო რომ გადის, ეს ყველაფერი ილექება და ხვდები, რომ აბსოლუტური სისულელე იყო, ამის გამო ერთი საღამოს გაფუჭებაც არ ღირდა... ეს არაფრის მომტანია.

- შვილის აღზრდის მეთოდების გამო, მეუღლესთან გიკამათიათ?

- სხვათა შორის, დიდი უთანხმოება ამასთან დაკავშირებითაც არ მოგვსვლია, რადგან თინათინის აღზრდისას, პრინციპულ საკითხებს თითქმის ერთნაირად ვუყურებდით. უშეცდომო მშობელი არ არსებობს და ერთმანეთს ხშირად დავხმარებივართ: ვიცი, რომ ლევანს თუ რაიმე შენიშვნა მოუცია, პირველ რიგში, ეს თინათინის გამო ხდებოდა. ჩემი შეხედულებები მისთვის გამიზიარებია, მას კი - ჩემთვის. შვილის აღზრდასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული მოსაზრებები არ გვქონია.

- თქვენი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას - ოჯახს ქმნის. თინათინის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლის შესახებ პირველად ვინ შეიტყვეთ - თქვენ თუ ბატონმა ლევანმა?

- პრინციპში, ერთდროულად. ყველაფერი ვიცოდით, რადგან თუ არ ვცდები, ისინი უკვე 4 წელია, ერთმანეთს ხვდებიან. რამე დასამალი არც ყოფილა...

- მახსოვს, ერთხელ აღნიშნეთ, რომ თინათინის გათხოვება, მასთან განშორება არ გინდოდათ...

- რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი იყო, თუმცა ამაში რაღაც ეგოისტური მარცვალი არის, რომელიც ჩემი აზრით, მშობელმა საკუთარ თავში უნდა გადალახოს. ერთხელ დეიდაჩემმა მითხრა: შვილის გაჩენა მასთან განშორების ყოველდღიური ეტაპიაო. მაშინ ეს ნათქვამი ძალიან მეხამუშა. მერე დავფიქრდი და სწორია: როცა ბავშვი ისახება, ჯერ შენს ორგანიზმშია ახალი სიცოცხლე, შემდეგ მას ბადებ, მერე ის ნაბიჯს გადადგამს, ანუ ყოველი მისი ნაბიჯი, მისი წინსვლა, მშობელთან განშორებაა. ამაზე მაშინ კი არ უნდა იმუშაო, როცა ფაქტის წინაშე დადგები, არამედ თავიდანვე, რომ რაღაცნაირად, ეგოიზმი გადალახო. ალბათ, ასეთ შემთხვევაში ნაკლები გულისტკივილი იქნება და შვილის მიმართ უფრო სწორი დამოკიდებულებაც გექნება, ანუ შვილისთვის უკეთესია, როცა მას საკუთარი ცხოვრებით არ აწუხებ - აი, შენ რომ წახვალ, რა მეშველება, მე ხომ გაგაჩინე, ღამეები გითენეო? კარგია, როცა მის ცხოვრებაში შენ არ დომინირებ და ისე არ აწუხებ, რომ სინდისის ქენჯნა გაუჩინო. მას უნდა სჯეროდეს, რომ მისი კარგად ყოფნა გიხარია.

- იდეალური სიდედრი როგორია?

- შორს მყოფი (იცინის).

- შეგცვალათ მომავალი სიდედრის ამპლუამ?

- ჯერჯერობით - არა, ჯერ ვერც მოვასწარი "წამება" (იცინის). ცხადია, ვხუმრობ... ოჯახურ ცხოვრებას ახლა იწყებენ, თინათინი გასტროლზე იმყოფებოდა - მთელი ევროპა მოიარა...წაიკითხეთ სრულად

მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა - მეუფე მელქისედეკი

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

რატომ არ დაესწრო ილია მეორე დღეს საკვირაო წირვას სამებაში - პატრიარქის ექიმის კომენტარი