ავტორი:

რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოჯახმა გოგონას გაუჩინარების თაობაზე პოლიციას დღეს მიმართა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს:

"მეგობრებო, ვეძებთ ნიას. ვინმემ თუ შეამჩნიეთ გთხოვთ შემეხმიანოთ! ბოლოს ვნახეთ ბათუმის ქუჩაზე დღის პირველი საათისკენ, ამის მერე კვალი იკარგება. გთხოვთ დაგვეხმაროთ" - წერენ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაკარგული გოგონას ახლობლები.