ავტორი:

პაციენტთა სკოლა თვალის პრობლემების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ

პაციენტთა სკოლა თვალის პრობლემების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ

შეფასებითი მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის დაზიანება 285 მილიონ ადამიანს აქვს. ამათგან 39 მილონი არის ბრმა, ხოლო 246 მილიონს აქვს დაქვეითებული მხედველობა. 90-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში მხედველობის დაზიანებას კლების ტენდენცია აქვს. ეს კლება ძირითადად მოხდა ინფექციებით გამოწვეული მხედველობის დაზიანების შემცირებისა და მხედველობის პრობლემების საწყის ეტაპზევე ბრძოლის გამარტივებული საშუალებების დანერგვის ხარჯზე. გლობალურად, მხედველობის დაზიანებათა 80%-ის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია.

სიბრმავესთან ბრძოლის ერთ-ერთი მოწინავე და აქტუალური მეთოდი მხედველობის ლაზერული კორექციაა. მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის გაუმჯობესება. რეფრაქციული ქირურგია აუმჯობესებს თვალის ფოკუსირების უნარს, რამდენადაც ფორმას უცვლის რქოვანას და თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილს. მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები.

მხედველობის პრობლემების საწყის ეტაპზევე საბრძოლველად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შესახებ ფართო საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ „ნიუ ჰოსპიტალსმა“ შექმნა პაციენტთა სკოლა, რომლის ფარგლებშიც „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ გაიმართება შეხვედრები მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ შეხვედრას და მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ. შეხვედრის ყველა მონაწილეს, ასევე მიეცემა შესაძლებლობა ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩაიტარონ მხედველობის გამოკვლევა და მიიღონ რეკომენდაციები ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტებისგან - პროფესორი ოლეგ გოლოვაჩოვის, გრიგოლ ქამუშაძის, თამარ ცირეკიძისა და მარიამ გოლოვაჩოვასგან.

დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული იქნება უახლესი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა. შეხვედრებს ერთჯერადი სახე არ ექნება და მაისის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მხედველობის ლაზერული კორექციისთვის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია - კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერი გამოიყენება (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-80), რომელიც წარმოადგენს ზუსტ და უსაფრთხო ტექნოლოგიას რეფრაქციულ ქირურგიაში.

ფემტო-ლაზერი უმცირესი ლაზერული იმპულსისა და საუკეთესო ოპტიკის გამოყენებით, საშუალებას აძლევს ქირურგს აქამდე არნახული სიზუსტით გააკეთოს რქოვანას სასურველი სიღრმის განაკვეთი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე. მხედველობის კორექციის პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად, უმტკივნეულოდ და ხასიათდება ინფექციის განვითარების ნულოვანი რისკით. პროცედურის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე წამია და შედეგი მომენტალურად, პროცედურის დასრულებისთანავე ვლინდება.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესრულებული მხედველობის კორექციის პროცედურა, სტანდარტული, ლასიკ პროცედურისგან განსხვავდება და მის თანამედროვე, გაუმჯობესებულ ალტერნატივას წარმოადგენს. მრავალ უპირატესობათა შორის, უმნიშვნელოვანესი განსხვავება რქოვანას ანათალის გაკეთების ულანცეტო პროცედურაშია - რქოვანას ანათალი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე, აქამდე არნახული სიზუსტით, რამდენიმე წამში კეთდება. ულანცეტო პროცედურა გამორიცხავს ქირურგიული დანით გამოწვეულ გართულებებს და შესაბამისად იცავს თვალს ინფექციის განვითარებისგან.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს კომფორტულად ცხოვრება - სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე. პროცედურის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი წამყვანი სპეციალისტები ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოგაწვდიან.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის