ავტორი:

რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს

რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS).

ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტყვიის არსებობამ და რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს, აღნიშნულ საკითხზე mshoblebi.ge-ს გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა ესაუბრა:

- საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა, რას გვეტყვით ამ საკითხზე?

- ტყვია დღესდღეობით ბუნების პრიორიტეტულ დამაბინძურებლად ითვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ასწლეულში მისი მოხმარება წარმოებაში, ტრანსპორტსა და საყოფაცხოვრებო თემებში გაიზარდა, გაიზარდა ტყვიის, როგორც ადამიანის სამრეწველო საქმიანობის ნარჩენი პროდუქტის რაოდენობაც. ტყვიის დონე მაღალია ოკანეების წყალში, შესაბამისად, მისი დონე მაღალია მტაცებელ თევზებში (ტუნა - 2,0 მგ/კგ), მოლუსკებსა და კიბოსნაირებში (10მგ/კგ-მდე). ტყვიის დონე მაღალია კონსერვირებულ პროდუქტებში, ჭურჭლის თავისებურების გამო. გარდა ამისა, გამონაბოლქვში ტყვიის ტოქსიური მარილების შემცველობის გამო გზისპირას განლაგებულ ბაღ-ბოსტნებში მოყვანილი კომბოსტოს, ხორბლის, სოკოსა და კარტოფილის შემადგენლობაშიც აღინიშნება მისი შემცველობა.

ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მცენარეულ პროდუქციაში ტყვიის დონის მატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტებში. გარდა ამისა, ტყვია გამოიყენება ზოგიერთი საღებავის წარმოებაში, ამიტომ სასურველია ნებისმიერი სათამაშოს ან სახატავის შეძენის წინ შემოწმდეს მისი შემადგენლობა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოების შეძენისგან.

- ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტყვიის არსებობამ?

- ტყვია წარმოადგენს ნეიროტოქსინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური და ქცევითი პრობლემები ბავშვებში, მძიმე შემთხვევაში ტვინის დაზიანება ან სიკვდილი. დღეისთვის CDC მონაცემებით, აუცილებელია ჩარევა, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის დონე არის 5 მკგ/დლ ან მეტი. ტყვიის შეწოვა განსაკუთრებით აქტიურად ხდება სიცოხცლის პირველი 2 წლის განმავლობაში. სისხლში ტყვიის შემცველობა ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ტყვიით დაბინძურებულ გარემოში სწრაფად იზრდება 6-12 თვის ასაკში, პიკური ასაკია 18-36 თვე, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა მცირდება. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ორგანიზმში ტყვიის შეწოვას...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი