ავტორი:

"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება

სოფელში, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამდიდრდა და ახლა პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. მაყურებელთა ნაწილი ბაქარს ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპად მიიჩნევს, მით უმეტეს - ახლა, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში მდარე სერიალები ახსენა... ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება ამის შესახებ მსახიობი ბუბა მირცხულავა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- ბუბა, შენი პერსონაჟის "ხაზის" განვითარების ასეთ მრავალფეროვნებას ელოდი?

- რადგან სერიალი სიუჟეტური და პერსონაჟების მრავალფეროვნებით, მოულოდნელობებით გამორჩეულია, არაფერს გამოვრიცხავდი - ქართული რეალობა მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, რაც მერე "ჩემი ცოლის დაქალებშია" ასახული. შესაბამისად, სიუჟეტის ასე განვითარება არ გამკვირვებია. სერიალის მრავალფეროვნება თავად შეაფასეთ: თუნდაც, ჩემი პერსონაჟი ავიღოთ - ვინ იყო, ვინ გახდა და კიდევ ვინ გახდება, კაცმა არ იცის. ჩემთვის, როგორც ამ როლის შემქმნელისთვის, საინტერესოა და ალბათ, მაყურებლებისთვისაც ასეა.

- ბაქარისგან მკვეთრად შენი რომელი თვისება განგასხვავებს?

- ალბათ ის, რომ ბაქარი უფრო რაციონალურია. ჭკუა-გონებას უფრო "მიჰყვება" და გულთან კომუნიკაცია შეამცირა. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გრძნობები და ემოციები "დაიკიდა" და იმას აკეთებს, რაც თავისი კონკრეტული, მატერიალური მიზნებისა და გავლენისთვის სჭირდება. მე ასე არ ვარ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე და სიმართლე გითხრა, არც მინდა, რომ ვიყო, რადგან ძალიან ემოციური ვარ. შესაბამისად, გონებასა და გულთან სულ ჭიდილი მაქვს. ვცდილობ, არც ერთმა არ მძლიოს და ეს ჭიდილი დავაბალანსო, ხან ვახერხებ, ხან - ვერა...

- ემოციებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების გამო სერიოზული პრობლემა შეგქმნია?

- კი. რაღაც არასასიამოვნო თუ მოხდება, ამაზე ბევრი ფიქრი მჩვევია. შესაბამისად, ხანდახან ეს მაზარალებს. ალბათ, ასეთი ეპიზოდები ცხოვრებაში ყველა ადამიანს ჰქონია, როცა რაღაც დაგაფიქრებს, გონებას ნაკლებად უჯერებ, უფრო მეტად გულიდან წამოსული ფიქრებია...

- პოლიტიზებული ადამიანი ხარ?

- რომ ვთქვა, ვჯდები და ვუყურებ, პოლიტიკაში რა ხდება-მეთქი, ასე არ არის. ჩემს საქმეს ვაკეთებ. დატვირთული რეჟიმი - ფაქტობრივად, "გადარბენები" მაქვს. არ მინდა, სხვა რამის გამო მოვცდე და ყურადღება გამეფანტოს, რადგან გონებრივად, მორალურად, ფიზიკურად, სულიერად მინდა, იმ საქმეში ვიყო ჩართული, რასაც ახლა ვაკეთებ - მოწოდების სიმაღლეზე ვიყო. არ მინდა, რამემ ხელი შემიშალოს. მით უმეტეს, პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ გინდა თუ არა, მაინც გიწევს მასთან შეხება - ყველაფერი პოლიტიკაა: ადამიანებთან ურთიერთობაც, ცხოვრებაც... შესაბამისად, ყველა ადამიანი პოლიტიზებულია, გამონაკლისი ვერ ვიქნები.

- შენი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი ვინ არის?

- ერთი კონკრეტული ადამიანი არ ამიღია. უბრალოდ, ვიღაცისგან რაღაც დეტალი "ავიღე", რაღაცებზე ვიფიქრე და ა.შ. კონკრეტულად ვინმესთვის არ მიმიბაძავს. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, საზოგადოების ასოციაცია ლოგიკურია, რადგან ბაქარი იმერელი ბიჭია, ღარიბი ოჯახიდან. თბილისში ჩამოვიდა, იშოვა ძალიან ბევრი ფული და პოლიტიკაში მიდის... ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს, რომელსაც თავდაპირველად, ფული არ ჰქონდა - ღარიბ ოჯახში დაიბადა. მერე დიდი ფული მიიღო და პოლიტიკაში მოვიდა. ლოგიკურად, ბაქარს ყველა მასთან დააკავშირებს და იფიქრებს, - ის ხომ არ არისო? არ ვამბობ, რომ ის არის ან არ არის. პირადად მე, კონკრეტულად იმაზე არ მიმუშავია, რომ ზუსტად ის ადამიანი "ვყოფილიყავი". უბრალოდ, ასე დაემთხვა.

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო, ვრცელი ინტერვიუ თუ მოისმინე?

- არა. უბრალოდ, მეგობრებისგან გავიგე, უთქვამს, - ქართული სერიალები არ მომწონს. ახალი, ისტორიული სერიალების გადაღება მინდა და უნდა დავაფინანსოო. მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცი. ინტერვიუ არ მინახავს და არც მინდა, ვნახო, წეღან ნახსენები მიზეზის გამო: არ მსურს, სხვა რამეზე გადავერთო - ახლა ყურადღების გაფანტვა არ მაწყობს.

- პოლიტიკურ ფიგურებზე დაკვირვება არ გჭირდება, რომ შენი როლი ასე დამაჯერებლად შეასრულო?

- როგორ არა! ტოქშოუები სპეციალურადაც მინახავს, რომ რაღაცები "დამეჭირა" და შემდეგ ეს ყველაფერი როლზე მუშაობისას გამომეყენებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემას ვუყურებ, ყველაფერს ვუზივარ და ვათვალიერებ, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება. რაც მესმის, ისეთი რაღაცები ხდება, რომ არ მინდა, დავინტერესდე - ჩემს დაინტერესებას აზრი არ აქვს. ამ ყველაფერს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ, სხვაგვარად მესმის...

- როგორ ფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ბაქარის სახით საკუთარ თავს ხედავს?

- ეს მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი (იცინის). წარმოდგენა არ მაქვს, რა გიპასუხო. ქართველ საზოგადოებაში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც "ჩემი ცოლის დაქალებში" საკუთარი თავი დაუნახავს - კარგ თუ უარყოფით პერსონაჟში. სერიალში საკუთარი თავი იმ ადამიანმაც თუ დაინახა, ლოგიკური იქნება. გარკვეულ ეპიზოდებში, საკუთარი თავი სერიალში მეც დამინახავს. ცხოვრებისეული სერიალია. ამიტომაც ვუყურებთ და მოგვწონს. შესაბამისად, ჩემი მსგავსი პერსონაჟიც შეგვხვდება, შენი მსგავსიც და ა.შ...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი