ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილი: "რომ ცხოვრობ და ფიქრობ, სად იყიდო ბინა კარგი ხედით და უცებ გისოსი... რთული განსაცდელი გავიარე"

ლევან ჯიბღაშვილი: "რომ ცხოვრობ და ფიქრობ, სად იყიდო ბინა კარგი ხედით და უცებ გისოსი... რთული განსაცდელი გავიარე"

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, მის საქმეზე არსებული ნეგატიური განწყობების გაცნობის შემდეგ, ეგონა, რომ მსგავსდანაშაულზე გირაო მხოლოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს და ამიტომ მზად იყო, საპატრიმროში დაბრუნებულიყო. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ეს განცდა ინტერნეტში არსებული ემოციების გამო გაუჩნდა.

"როცა გამოვედი, ყველამ მითხრა, ინტერნეტში არ შეხვიდეო. რა თქმა უნდა შევედი - აკრძალული ვაშლის ამბავში. იმდენად დიდი ნეგატივი, ცუდი ემოციები, სიბოროტე, ღვარძლი დამხვდა, რომ დამთრგუნა ამ ყველაფერმა. ყველგან ეწერა - ეს რატომ უნდა იყოს გარეთ, შერჩევითი სამართალი და ა.შ. მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს - თუ ეს ხალხი რასაც იძახის, მე თუ ერთადერთი ექსკლუზიური შემთხვევა და მოვლენა ვარ, რომ მე შემიფარდეს გირაო და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არავისზე არ გავრცელებულა, მაშინ არ მინდა გარეთ ყოფნა, ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში. მაგრამ მითხრა ადვოკატმა - ლევან, შენი მუხლით კი არა, შენზე ბევრად მძიმე მუხლებითაც ადამიანებზე გაფორმებულა საპროცესო გარიგება და გირაო", - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

მან ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული დრო გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს "მისთვის ბეწვის ხიდზე გასვლის ტოლფასი იყო".

"ბეწვის ხიდს გავდივარ. იმდენად რთულია ეს პერიოდი ჩემთვის, რომ სხვა რაღაც ხდება ჩემს თავში. დღემდე ვებრძვი ფსიქოლოგიურ სტრესს, საოცარ შეგრძნებებს, რომელიც იმ სამ დღესა და ორ ღამეში გავიარე. სადაც შევდიოდი, ყველას რეაქცია იყო, რომ ამ კაცს აქ რა უნდა. ეს რაღაც მხრივ საამაყოა და რაღაც მხრივ დიდი დარტყმაა. რთული განსაცდელი გავიარე და კიდევ გავდივარ ამ გზას... ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში რაღაც ფრაგმენტებად დაფიქსირდა. დილით რომ იღვიძებ და არ იცი აღმოსავლეთი საით არის და დასალეთი - საით.... რომ ცხოვრობ და ფიქრობ, სად იყიდო ბინა კარგი ხედით და უცბად ხედი კი არა, პატარ "ფორთოჩკა" გაქვს და გისოსი.. ეს საოცარი ენით გადმოუცემელი შიდა ემოციებია, იქ ცრემლიც არის და ყველაფერი. პირველი ემოცია იყო, როდესაც დედამ მომაკითხა და "პერედაჩი" შემოგიგზავნა, ეს იყო დიდი დარტყმა" - აღნიშნა ჯიბღაშვილმა.

VIDEO: დედამ რომ მომაკითხა და "პერედაჩა" შემომაწოდა - ეს იყო უდიდესი დარტყმა და ემოცია - ლევან ჯიბღაშვილი

"მისი ოჯახი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ითაა ინფიცირებული... ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები..." - გაიცანით პედაგოგი გურჯაანიდან

"ევექსში" აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი