ავტორი:

კიმ ჩენ ინის საჩუქარმა პუტინი "შეაშინა" - რა აჩუქეს ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა

კიმ ჩენ ინის საჩუქარმა პუტინი "შეაშინა" - რა აჩუქეს ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა

ჩრდილო კორეის ლიდერს ვლადიმერ პუტინმა ჭიქების ნაკრები აჩუქა, ვერცხლის დასადგამებით. Tass.ru წერს, რომ რუსებისთვის მსგავსი ჭიქები მოგზაურობასთან ასოცირდება. სწორედ ასეთი ჭიქები გამოიყენება რუსეთში მატარებლებში ჩაისა და ყავის მისართმევად. იმის გათვალისწინებით კი, რომ კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა, საჩუქარი საკმაოდ პრაქტიკულია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან საჩუქარი მიიღო ვლადიმერ პუტინმაც. კიმ ჩენ ინმა მას ხმალი აჩუქა.

„ის განასახიერებს ჩემი და ჩვენი ხალხის ძალას და სულს, რომელიც თქვენ გიჭერთ მხარს,“ - უთხრა კიმმა პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოკორეის ლიდერს, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინი ცრუმორწმუნეა - მან განაცხადა, რომ რუსეთში იარაღის ჩუქება ცუდის ნიშანია, ამიტომ კიმს მონეტა გადასცა, რომ ხმალი მისგან სიმბოლურად „ეყიდა“.

ორი ქვეყნის ლიდერები ვლადივოსტოკში ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. მათ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია, რეგიონალური თანამშრომლობისა დ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დარეგულირებას. ის ასევე მიესალმა ფხენიანის ძალისხმევას სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

გერმანია COVAX პლატფორმისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონამდე დოზას გაიღებს

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს "ფაიზერის“ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მიაწვდიან - რას ამბობს "ფაიზერის" ხელმძღვანელი

ომის დასრულებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერი ბავშვები - რა ხდებოდა ღაზის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ (ფოტოები)