ავტორი:

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩამოდის

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩამოდის

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

"ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის! 10 მაისს საღამოს 7-ის ნახევარზე გეპატიჟებით საქველმოქმედო ვახშამზე რესტორან "ეთნო წისქვილში", სადაც გაიმართება კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით! საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ანგარიშზე! კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე", - წერს ნინი ბადურაშვილი.

მსახიობს საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ძმები" და ფილმმა "ველური თაფლი".

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია", - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე