ავტორი:

ქუთაისში ავტომობილი დებს დაეჯახა - ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქუთაისში ავტომობილი დებს დაეჯახა - ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა დები დაშავდნენ. მათ ირაკლი აბაშიძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრული პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ახალგაზრდა ზესტაფონელი მორაგბე სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა