ავტორი:

ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

ღვთისმშობლის სხვადასხვაგვარი ხატი არსებობს. ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა:

პირველი - „ელეუსას“ (მოწყალე) ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი სიყვარულის განცდისა.

მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას წარდგინებითი ხატიც ჰქვია. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა.

მესამე - „ორანტა“ (მვედრებელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როდესაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.

მეოთხე - „აგიოსორიტისა“ ან დეისუსი (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.

ამდენი ხატიდან ბეთლემის ღვთისმშობელი ერთადერთია, რომელზეც ღვთისმშობელი გაღიმებულია. ეს ღვთისმშობლის სასწაულმოქედი ხატი, ქრისტეშობის ბაზილიკაშია დაბრძანებული. ის "ოდიგიტრიას" (გზამკვლევი) ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება.

როგორც მორწმუნეები ამბობენ, ბეთლემის ხატი ჩვენს დროშიც მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ პალესტინელი ქრისტიანები მიაგებენ დიდ პატივს, არამედ მუსლიმებიც და მთელი მსოფლიოდან ჩასული ქრისტიანები.

არსებული ტრადიციით, ამ ხატის წინაშე, რომელიც მღვიმის შესასვლელშია დაბრძანებული, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მაცხოვარი, შვილების მონიჭებისა და ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან.

ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საიმპერატორო სახლს XIX საუკუნეში შეუწირავს.

ხატი, როგორც აღვნიშნეთ, ოდიგიტრიის ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. ბეთლემის ღვთისმშობლის ხსენება 28 აგვისტოსაა.