ავტორი:

როგორ ცხოვრობენ და სად ისვენებენ მაკა ასათიანის ვაჟი და ულამაზესი რძალი (ფოტოები)

როგორ ცხოვრობენ და სად ისვენებენ მაკა ასათიანის ვაჟი და ულამაზესი რძალი (ფოტოები)

ცნობილი ქართველი მანდილოსანი მაკა ასათიანი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. მაკა წარსულში აქტიურად იყო დაკავებული დიზაინერული საქმიანობით და არაერთ მოდელს გაუკვალა გზა პოდიუმზე.

მისი ცხოვრება მას შემდეგ დამშვიდდა, როდესაც მეორედ გათხოვდა და ქმართან, კოტე გოგელიასთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. მაკას მეორე ქორწინებიდან ვაჟი კონტასტინე ჰყავს, რომელიც ჩოგბურთით არის გატაცებული. მაკა ასათიანს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი კახი და ლევანიკო ჰყავს.

2017 წელს, მაკას უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია დაქორწინდა. მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ნანიკო კლდიაშვილია. წყვილი საზღვარგარეთ სწავლობს.

ასათიანის ვაჟმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ნანიკო კლდიაშვილი საზღვარგარეთ კულინარიის კურსებზე სწავლობს. ისინი ბევრს მოგზაურობენ, რაც მათი ინსტაგრამიდანაც კარგად ჩანს.

ნანიკო და კახი ამჯერად ამერიკაში იმყოფებიან, მათ მდიდრულ კურორტზე დაისვენეს, სადაც საინტერესო სათავგადასავლო ტურებშიც მიიღეს მონაწილეობა, გუშინ კი კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ულამაზესი წყვილის ფოტოები