ავტორი:

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

გონება იდუმალებით მოცული მატრიცაა, როდესაც მასთან ექსპერიმენტებს იწყებ, აღმოაჩენ, რომ სიურპრიზებითა და უამრავი ახალი ინფორმაციით სავსე ჰაკერობის მსგავს ნიუანსებს შეიცავს. მასში ქექვა ერთგვარი ექსტრიმია და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, ახალ-ახალი აღმოჩენები საკუთარი სულის სიღრმეებში მოგზაურობას უფრო და უფრო საინტერესოს ხდის.

ეს ოლივერ ემბერტონის ტესტია, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ. გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის მცდარი და სწორი პასუხები. არ იჩქაროთ და ყველა დეტალი ბოლომდე კარგად გაიაზრეთ. ნუ წაიკითხავთ ყველაფერს მიყოლებით, ჯერ ერთი პუნქტი წაიკითხეთ, პასუხები ჩაინიშნეთ და მერე გადადით შემდეგ პუნქტზე.

მაშ ასე, ვიღებთ ფურცელს და კალამს და ვიწყებთ:

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ უზარმაზარი უდაბნო და ამ უსასრულოდ გადაჭიმულ ოქროსფერ ქვიშაში კუბი. აღწერეთ ეს კუბი: რამხელაა, რა ნივთიერებისგან გაკეთებული და სად არის მოთავსებული.

როცა ყველაფერს ჩაინიშნავთ, შემდეგ წარმოიდგინეთ კიბე. სად არის ის? უდაბნოში? კუბთან ახლოს? თუ შორს? რა მიმართებაშია კუბთან? რამხელაა? რა ფერისაა? აღწერეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.

მერე უკვე ცხენი უნდა ჩართოთ პროცესში. აღწერეთ ის. სად არის, რას აკეთებს. მოძრაობს თუ უბრალოდ დგას? თუ მოძრაობს საითკენ მიდის? რას გრძნობთ? რა ენერგია იღვიძებს თქვენში?

დგება ყვავილების ჯერი. როგორები არიან, რამდენი, როგორი სუნი აქვთ, თუ სულ არ აქვთ სუნი... ჩასვით იმ სცენაში, რომელშიც ხართ, ქვიშასთან, კუბთან, კიბესთან, ცხენთან მიმართებაში…

და ბოლო ამოცანაა აღწეროთ შტორმი, რომელიც უეცრად უდაბნოში დაიწყო. როგორია? რა მიმართულებით ქრის? გცილდებათ თუ მოდის? შორს არის, თუ გიახლოვდებათ? თუ უკვე აქ არის? ვის აზიანებს პირველ რიგში (კუბი, ცხენი, კიბე, ყვავილები)? ვის ვერ ეხება? რას გრძნობთ? ნახეთ პასუხები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს