ავტორი:

ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს 79 მლნ დოლარიანი საჩუქარი აჩუქა

ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს 79 მლნ დოლარიანი საჩუქარი აჩუქა

ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს 50-ე დაბადების დღეზე ძვირფასი საჩუქარი მიართვა - საჩუქრის ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები - 79 მლნ დოლარია.

ბრედი და ჯენიფერი 2005 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მედია მუდმივად წერდა, რომ წყვილს შორის გრძნობები ბოლომდე არ განელებულა.

ენისტონი ქმარს, ჯასტინ ტერუს 2018 წლის მარტში დაშორდა, თუმცა მის დაბადების დღეზე პიტის გამოჩენა მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

დაშორების შემდეგ ბრედმა და ჯენიფერმა ბევერლი ჰილზში მდებარე სახლი გაყიდეს, რაც ენისტონისთვის ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა, პიტმა გადაწყვიტა, ყოფილი ცოლისთვის უძვირფასესი საჩუქარი გაეკეთებინა - წლების შემდეგ იგივე სახლი შეიძინა და ენისტონს აჩუქა.

ბრედისა და ჯენიფერის დაშორების მიზეზი, როგორც მედია წერს, ანჯელინა ჯოლი იყო. ჟურნალისტების მტკიცებით, თანაცხოვრების პერიოდში ანჯელინა მუდმივად ეჭვიანობდა ქმარსა და ენისტონზე. მას შემდეგ კი, რაც ბრედიც და ჯენიფერიც კვლავ მარტო არიან, არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ ყოფილი მეუღლეები, შესაძლოა, კვლავ ერთად იყვნენ.