ავტორი:

თბილისის ნაწილს არც წყალი მიეწოდება

თბილისის ნაწილს არც წყალი მიეწოდება

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია გაითიშა რეგიონებშიც.

"დღეს, 18:11 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი