ავტორი:

შსს-მ კახეთში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა

შსს-მ კახეთში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა

მამაკაცი, რომელმაც რძალი, შვილი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია.

დაკავებული 85 წლისაა. შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"პოლიციის მთელი განყოფილება ფეხზე იდგა... "მარშუტკაში" იპოვეს ჩემი შვილი" - რას ამბობს თბილისში დაკარგული ბიჭის მამა

"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე