ავტორი:

"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძის მიერ მოკლული შვილი და მეზობელი დედა-შვილი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

მამამთილის მიერ მოკლული გოგოს ცხედარი კი ოჯახის მოთხოვნით სოფელ მანავში, მშობლების სახლში დაასვენეს. ოთხივე მოკლულს რამდენიმესაათიანი ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის კახეთის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

პოლიციამ ადგილობრივების ნაწილი უკვე გამოკითხა, მათ შორის ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც 85 წლის მამაკაცმა შვილი და მეუღლე მოუკლა. იგი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაწვას ითხოვს.

"მე მომიკლეს ცოლი და შვილი, ამიტომ ვითხოვ დასჯას, პატიმრობას კი არა, მის დაწვას. ეგ არანაირ გასამართლებას არ იმსახურებს. დაკითხვაზე ვიყავი და პოლიციელებს მოვუყევი, რაც ვნახე. ჩემს თვალწინ მოხდა ეს უბედურება. ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა. დილით დასახმარებლად დაგვიძახეს. წავედი დასახმარებლად, რადგან ვიცოდი, რომ ელზა ცუდად იყო...

თუმცა ვიცოდი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ მისვლა, გზად კიდევ ჩემი ბიჭი შემხვდა, შევიდა თუ არა ეზოში, სროლის ხმა გავიგე... ამას მოჰყვა ბევრი გასროლა და სიჩუმე. რომ შევბრუნდი, ომარი იგინებოდა, აგრესიული იყო და ახლოს აღარ მივედი. გამოვიქეცი და ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. დაგვღუპა ყველა, ეს გასამართლების ღირსი არ არის", - განაცხადა ფრიდონ გამყრელიძემ.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა საღამოს მუშაობა დროებით შეაჩერეს. ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ხვალ დილიდან განაახლებენ.

4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

"მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის ქმარია... ამბობენ, გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოს მკვლელობაზე

მკვლელობა საგარეჯოში - ქალმა 30 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა