ავტორი:

თელავში ბებია 10 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა - დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში პოლიციამ მიიყვანა

თელავში ბებია 10 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა - დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში პოლიციამ მიიყვანა

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწროდა. 10 წლის ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს.

ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასხვა დაზიანებები და სილუჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო კახეთის სოციალურმა სამსახურმა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვი ამ ეტაპზე, მამიდასთან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

"ბავშვის შესახებ ინფორმაცია კახეთის სოციალურ ცენტრში პარასკევს 6-ის ნახევარზე შემოვიდა, ინფორმაცია იყო წერილობითი სახით, რომელიც იგზავნებოდა თბილისში, მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტში, ვალერი გაზდელიანის სახელზე...

შესაბამისად წერილი უნდა გადაგზავნილიყო თბილისში, მაგრამ ვინაიდან ინფორმაცია კახეთის ცენტრში იყო შემოსული, სატელეფონო ზარით დავაზუსტეთ ინფორმაცია.

რაც შეეხება ბავშვს, ბებია აცხადებს, რომ ის ბავშვის მეურვეა და მასზე კანონიერი უფლება აქვს. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ბებია არ არის კანონიერი მეურვე. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ჩვენთან ბაზაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათზე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. ბებიას აქვს მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მხრიდან გაცემული მინდობილობა, რომელსაც ამ ეტაპზე ძალა ისევ აქვს, რომ რაღაც ქმედებები განახორციელოს.

ბავშვი ამ ეტაპზე არის მამიდასთან უსაფრთხოდ, მაგრამ სოციალური სამსახური მაინც ჩართულია საქმეში, სოციალური მუშაკი უახლოეს პერიოდში მივა ოჯახში და დაიწყებს მუშაობს...

შესაბამისად, ბავშვს კანონიერ წარმომადგენელს დავუნიშნავთ, რის შემდეგაც ბავშვის განთავსების ადგილი მოიძებნება", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა დალი მოსიაშვილმა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბებია ბავშვს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად. არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიის დასთან ცხოვრობდა.

საქმეში ასევე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულისთვის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: "სილურჯეები ჰქონდა სახეზე, ყურში სისხლის გამონადენი, ცხვირი გასიებული" - სკოლის დირექტორი საუბრობს მიზეზზე, რატომ სცემა ბებიამ შვილიშვილი თელავში

თელავში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

"თუ წყალში არ მოხვდებოდა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა" - ექსპერტი

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი" - ადვოკატი