ავტორი:

ნასვამი მოქალაქეები, ვინც მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირიდან გამოსვლაზე უარს ამბობდნენ, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

ნასვამი მოქალაქეები, ვინც მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირიდან გამოსვლაზე უარს ამბობდნენ, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, სოფელ მამკოდაში, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დაახლოებით 15-მდე ადამიანი არ ემორჩილებოდა პოლიციასა და მაშველებს.

„ისინი ქეიფობდნენ, ნასვამები არიან და მეორე ნაპირიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებენ“,-აღნიშნავდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

VIDEO: როგორ გადმოიყვანეს მაშველებმა მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ნასვამი ადამიანები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი