ავტორი:

როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

გულის სიღრმეში ყველა ქალს სურს, რომ ისე მოაჯადოოს საყვარელი მამაკაცი, სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს. ყველა ქალს სურს ისეთი სასურველი იყოს, ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან…. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ რა ატმოსფეროს ქმნიან ირგვლივ.

როგორც ყვავილები იხრებიან მზისკენ, ადამიანებიც ისე ვართ მოწყობილნი, თავისუფლებისკენ, სითბოსა და პატივისცემისკენ ვილტვით და შესაბამისად, გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის დამტკიცების მცდელობას.

მთავარი ატმოსფეროა, თქვენი ყოფნით შექმნილი ატმოსფერო. სწორედ ატმოსფერო გვიპყრობს და გვიზიდავს. როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?

ატმოსფეროს ვერბალურად ვერ შექმნით. არ არის სავალდებულო საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. რით ხართ სავსე, ამას დუმილითაც იგრძნობენ.

და მერე გადაწყვეტენ: გაიქცნენ, თუ დარჩნენ.

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების". თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან სიტყვის უთქმელადაც.

ამას ვერ გაითამაშებ. კურსები, სადაც სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის მანერებს ასწავლიან, მხოლოდ მას შემდეგ დაგეხმარებათ, რაც შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ.

ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ! აი, რა უნდა იცოდეს ქალმა, რომლისგანაც მამაკაცები გარბიან, რომელსაც სურს, მამაკაცებს სურვილი ჰქონდეთ მასთან დარჩენის.

ატმოსფეროს შექმნის საიდუმლო კი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი შინაგანი სიმშვიდე გადასცეს მას, ვინც გვერდით ჰყავს.

მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმეს და დაძაბულობას აღიქვამს როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ფრენა სურს.

ქალს, რომელიც შინაგან სიმშვიდეს ფლობს, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები სჩვევია. ის შუშის თოჯინა არ გახლავთ. ცხოვრობს ახლა და აქ.

მას მოლოდინები არ სჭირდება. მოლოდინებს დაძაბულობამდე მივყავართ, სხვებზე დამოკიდებულებამდე. "აბა, როდის უნდა მოვიდეს პრინცი, მომართვას ბროლის ქოშები და მიხსნას საკუთარი თავისგან?" წაიკითხეთ სრულად