ავტორი:

როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის 22-მილიონიანი აგარაკი ტბაზე

როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის 22-მილიონიანი აგარაკი ტბაზე

"ფეისბუქის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკემბერგმა ტბა ტაჰოეზე 22 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კერძო საკუთრება შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ცუკენბერგის მიერ შეძენილი საკუთრება აშშ-ის დასავლეთ ნაწილში კალიფორნიისა და ნევადას შტატებს შორის მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს აშშ-ში.

34 წლის მილიარდერის მიერ შეძენილი ქონება 2 სახლისგან შედგება. პირველი Carousel Estate 15 000 კვ.მ ტერიტორიაზეა განლაგებული. მასში 8 საძინებელი ოთახი და 9.5 სააბაზანო ოთახია განთავსებული. მეორე კი, Brushwood Estate 1920-იან წლებშია აშენებული და მისი საერთო ფართობი 24 000 კვ.მ-ს შეადგენს.

ამასთანავე, კერძო საკუთრება ასევე მოიცავს 60 მეტრის სიგრძის ტბის ნაწილს, რომელსაც სანაოსნო დანიშნულება აქვს. აღსანიშნავია, სახლსა და ეზოს შორის არის საკმაოდ დიდი ეზო, სადაც ცუკემბერგსა და მის მეუღლეს შეუძლიათ მეგობრებს უმასპინძლონ. როგორც ცნობილია, 34 წლის მილიარდერი ბარბექიუს დიდი მოყვარულია.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის ინტერიერს, სახლში განთავსებულია საკმაოდ დიდი და მაღალი ჭერის მქონე მისაღები ოთახი ბუხრით, სადაც ზამთარში თხილამურებით სრიალის შემდეგ ცუკემბერგი დროის გატარებას შეძლებს. ასევე სახლში განთავსებულია საძინელბები სტუმრებისათვის და დიდი სამზარეულო, სადაც ოჯახისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიური კერძების მომზადებაა შესაძლებელი. ნახეთ ფოტოები

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი