ავტორი:

ისრაელში საქართველოს კონსული - ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია

ისრაელში საქართველოს კონსული - ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია

ისრაელში მიმდინარე მოვლენების შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ამ ეტაპზე არ მიუღია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან და ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ქართულ დიპლომატიურ უწყებას არ მიუღია. კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილმდებარეობის მიხედვით, დაემორჩილონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლიციის საგანგებო ვითარების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს.

„საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი, მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამსახურებთან და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. დაგვიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ ძირითადი რეკომენდაციები, ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში. ჩვენს ვებმისამართზე, კონკრეტული ინსტრუქციებია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საგანგაშო სირენის ჩართვის დროს მოქალაქე, ავტომობილში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს და ა.შ.

მოქალქეებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ წესებს, თვალყური ადევნონ მოვლენათა განვითარებას, დაემორჩილონ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, პოლიციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ყველაზე დაძაბული ვითარება ამ ეტაპზე, ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსზეა. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი. საქართველოს საელჩოს მოქალაქეებს კი, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე +97236093206, +972526919092.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი