ავტორი:

10 საინტერესო ფაქტი, რაც „ფერარის“ შესახებ უნდა იცოდეთ - ყველას აქვს შანსი გახდეს Ferrari-ის მოდელების კოლექციონერი

10 საინტერესო ფაქტი, რაც „ფერარის“ შესახებ უნდა იცოდეთ - ყველას აქვს შანსი გახდეს Ferrari-ის მოდელების კოლექციონერი

Ferrari იტალიური მდიდრული სპორტულ ავტომობილია, რომელსაც ავტომოყვარულები არაერთხელ გაუოცებია. იგი არაერთხელ მოხვედრილა მსოფლიო რეიტინგების სათავეში. ასე მაგალითად, 2014 წელს Brand Finance-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ბრენდად სწორედ Ferrari დაასახელა. 2018 წელს კი 1964 წლის Ferrari 250 GTO ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომობილად დასახელდა, მან ყველა დროის რეკორდი მოხსნა, როდესაც აღნიშნული მოდელის გასაყიდმა ფასმა 70 მილიონი დოლარი შეადგინა. კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტია, რაც შესაძლოა ავტომოყვარულებმა Ferrari-ს შესახებ არ იცოდეს, გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს ამ იტალიური სასწაულის შესახებ:

1. Ferrari-ის შემქმნელი იტალიელი ენცო ანსელმო ფერარია. იგი იტალიის ქალაქ მოდენაში 1891 წელს დაიბადა და 1988 წელს გარდაიცვალა. ენცო ფერარი თავიდანვე დაინტერესებული იყო ავტომობილებით, მას მოტოციკლებიც იზიდავდა. იგი თავდაპირველად მრბოლელი და რამდენადაც გასაკვირი არ იყოს „ალფა რომეოს“ დიზაინერი იყო ვიდრე საკუთარ ავტომწარმოებელ კომპანია Ferrari-ის დააარსებდა.

2. Ferrari-ის პირველ მოდელს Ferrari არ ერქვა. იგი 1940 წელს გამოუშვეს და მას ერქვა Auto Avio Costruzioni 815, მოგვიანებით კი დაარქვეს Tipo 815, როდესაც მის დიზაინზე მუშაობა დასრულდა. ენცო ფერარის არ შეეძლო თავდაპირველად მისი სახელი დაერქვა ავტომობილისთვის. იმის გამო, რომ იგი ოფიციალურად „ალფა რომეოს“ დიზაინერი იყო, არ შეეძლო ავტომობილების საკუთარი ხაზი გამოეშვა და მისთვის თავისი სახელი დაერქმია.

3. Ferrari-ის მთავარი მისია იყო სპორტული ავტომობილების წარმოება. მოგვიანებით სამგზავრო ავტომობილების წარმოება Ferrari-იმ დაიწყო იმის გამო, რომ ამით დაეფინანსებინა სპორტული მანქანების წარმოება. თუმცა, დროთა განმავლობაში სამგზავრო ავტომობილებმა უდიდესი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა.

4. Ferrari-ი ცნობილია თავისი სისწრაფით. Ferrari-ის ყველა ავტომობილი სწრაფია. თუმცა, მათ შორის ყველაზე სწრაფი იყო F60 მოდელი. ამ მოდელის ავტომობილს შეეძლო ნულიდან 100 კმ.სთ სიჩქარეზე მხოლოდ 3,2 წამში ასულიყო. სწორედ ამ უნარის გამო იგი მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი გახდა. აღნიშნული მოდელი 2009 წლის 12 იანვარს გამოვიდა.

5. Ferrari-ი ბევრ ფილმშია გადაღებული. დაწყებული 1960-იანი წლებიდან დღემდე. ასე მაგალითად, 1971 წელს სტივ მაკ-კუინის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში ‘Le Mans’ Ferrari 512-იც ჩანს. 1986 წლის ფილმ Ferris Bueller’s Day Off’-ში Ferrari 250 GT მოდელი გადაიღეს. Ferrari-ის მოდელი გამოიყენეს Pixar-ის ანიმაციურ ფილმშიც „მანქანები“. გარდა ამისა, Ferrari-ის ფლობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი, პერის ჰილტონი, ნიკოლას კეიჯი, არნოლდ შვარცენეგერი, კიმ კარდაშიანი, ლინდზი ლოჰანი, ეშტონ კატჩერი, ედი მერფი და საიმონ კოუველი.

6. Ferrari-ის ტრადიციული ფერია წითელი. როდესაც ამ ავტომობილზე ვსაუბრობთ, მაშინვე წითელი ფერი გვახსენდება. თუმცა, Ferrari-ის არაერთი ფერის ავტომობილი აქვს გამოშვებული, მათ შორის ღია ყვითელი, ნაცრისფერი. თეთრი, შავი და მწვანე. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ასოცირდება წითელთან, ამიტომაც ფილმებში სწორედ წითელ Ferrari-ის ანიჭებენ უპირატესობას. გაყიდული Ferrari-ის 45 პროცენტი სწორედ წითელი იყო.

7. „ფორმულა 1“-ის ცნობილი მრბოლელი მიხეილ შუმახერი ერთ დროს ყველაზე მარალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო. იგი სწორედ Ferrari-ით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. Ferrari-ის ხშირად აკრიტიკებდნენ შუმახერისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდისთვის, თუმცა, ავტომწარმოებელი აცხადებდა, რომ შუმახერის უნარები ამად ღირდა.

8. გაყიდვების მხრივ Ferrari-ისთვის საუკეთესო წელი 2016 წელი იყო. ამ წელს კომპანიამ 8 014 ავტომობილი აწარმოა. თუმცა, დაარსების დღიდან Ferrari გაყიდვებს ნამდვილად არ უჩიოდა, მით უმეტეს რომ იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ და ძვირად ღირებულ ავტომობილებს აწარმოებდა. 1939 წლიდან, როდესაც კომპანია დაარსდა, 2008 წლამდე 130 000 ავტომობილი იწარმოა და გაიყიდა.

9. მეორე მსოფლიო ომმა პირველი Ferrari-ის გამოშვების პროცესი შეაფერხა. Ferrari-ის ქარხანა იტალიის ქალაქ მარანელოში 1944 წელს და შემდეგ 1945 წელსაც დაიბომბა. ამიტომაც პირველი ოფიციალური Ferrari -V12 125 S მოდელი 1947 წლის მარტამდე ვერ გამოვიდა.

10. ყველამ იცის, რომ Ferrari მსოფლიოში უძვირეს ავტომობილებს აწარმოებს. მისი შეძენა ერთეულებს შეუძლიათ. თუმცა, მისი თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით უამრავია. Ferrari-ის ბევრმა მოყვარულმა გამოსავალი Ferrari-ის მცირე მოდელების კოლექციებში იპოვა. საქართველოში არსებობენ თუ არა ფერარის მოდელების კოლექციონერები, უცნობია, თუმცა, ამის შანსი მომავალი თვიდან ნებისმიერ მსურველს ეძლევა. კერძოდ, ჟურნალი „ავტობილდი“ აპირებს ყველა ნომერს Ferrari-ის სხვადასხვა მოდელი დაურთოს. შესაბამისად, ვინც ამ ჟურნალს ყოველთვიურად შეიძენს, წლის ბოლოს იგი Ferrari -ის მოდელების მსხვილი კოლექციონერი გახდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი