31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2019 გაიმართება. მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.
დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 12 სპიკერი, 3 ვორქშოფი, CEO პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები სპეციალური შეთავაზებებით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?
იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან;დაათვალიერებთ საგამოფენო სივრცეში მოწყობილ სპეციალურ სტენდებს, სადაც წარმოადგენენ თქვენთვის საინტერესო სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს;Coaching კუთხეში გაესაუბრებით ქოუჩს და მიიღებთ რჩევებს.HR ბიზნეს სამიტზე თქვენ გელოდებათ ინოვაციური გარემო და ბევრი სიურპრიზი.
რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ.

ვინ იქნებიან სპიკერები:
1. ანდრო დგებუაძე – ტრენერი – ადამიანი, ცა და მიწა
2. ნინა ბართაია – აჭარა ჯგუფის HR დირექტორი კორპორატიული კულტურა – ჩემი ხელით დაკრეფილი იები
3. Milton Haig – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – Ways to Build High Performance Team
4. ლიკა ნოზაძე – ნიკორა ტრეიდი – ნიკორა სუპერმარკეტის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი HR ანუ რავა ყველას უნდა ეფერო?!
5. Felicio Ferraz – British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი – Motivation in international company
6. ალექსი ჩიქოვანი სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტი- ბრენდამიანი – ბრენდიც ადამიანია
7. გივი ორდენიძე – კომპანია „საბვეი“-ს წარმომადგენელი საქართველოში – ინგრედიენტები საუკეთესო Sandwich artist-ის მოსამზადებლად
8. თამარ ქლიბაძე – ევროპაბეთის HR დირექტორი – არ შეცვლის მოტივაცია
9. სერგო ნოზაძე – სს მისო კრისტალის ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი – კადრია ადამიანი?
10. სალომე ბაზერაშვილი – ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი Tele-Vision
11. თეა ნიკოლაშვილი – ტრენერი მენეჯმენტის მიმართულებით – იმპორტული მენეჯმენტი
12. Jan Stepan PwC Academy Eurasia Leader – Workforce of the future The competing forces shaping 2030
პანელ დისკუსია:
სოფიო ლებანიძე – "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი;
ირაკლი გაგნიძე – პალიტრა მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე, წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" გენერალური დირექტორი; ნიკა ქურდიანი – "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორი;
ლევან გიორგაძე – "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი
ნეთვორქინგ აქტივობები
პალიტრა მედია ჰოლდინგი - NETWORKING ROOM
ვორქშოპები:
1. პე ეს პე დაზღვევა – სავალდებულო დაზღვევის სისტემები კორპორატიულ მართვაში;
2. Grant Thornton – HR ბიუჯეტის შექმნის ხრიკები, იმას რასაც წიგნში ვერ ვისწავლით;
3. Develor – HR დიაგნოსტირების ხელსაწყოები პიროვნულ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე.
ვორქშოპებსა და ნეთვორქინგ აქტივობებზე რეგისტრაცია მოხდება ადგილზე.
ბილეთები: tkt.ge
იურიდიული პირების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@hrhub.ge
ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ოქროს სპონსორი: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David
ვერცხლის სპონსორები: Fircroft Grant Thornton Georgia m2 Rent
მხარდამჭერები: KD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge