ავტორი:

4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ

4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ

კბილების, ფრჩხილებისა და თმის მტვრევა-დასუსტება, დაუბალანსებელი სისხლის წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებები ან გულის შეტევა, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სიმსივნური დაავადებების პროვოცირება, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, დეპრესია, - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რასაც კვებითი დარღვევები და ე.წ „მკვლელი დიეტები“ იწვევს.

დიეტის ხშირად დაცვამ შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას და როგორც წესი, მას ხანგრძლივი შედეგი არასდროს არ აქვს. ერთი კონკრეტული დიეტით დაკლებულ კილოგრამებს შენარჩუნება სჭირდება, რაც ძველი კვებითი ჩვევებისთვის დაბრუნების შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია.

21-ე საუკუნეში ჭარბი წონის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სწრაფი კვების პროდუქტების გახშირებული მოხმარებაა. როგორც წესი, აღნიშნულ პროდუქტებში დიდი რაოდენობით ცხიმი და შაქარია გამოყენებული. ასევე, ჯანსაღ საკვებთან შედარებით ხელმისაწვდომია და გემრიელიც.

მიუხედავად ათეულობით ნაცადი დიეტისა, საბოლოო ჯამში, ვხვდებით, რომ საკვებზე ემოციური დამოკიდებულება კი არ შევამცირეთ, არამედ, საყვარელი პროდუქტების მიღების კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ ვცდილობთ, საკუთარი თავი ჭარბი წონითაც მივიღოთ ან კილოგრამების დაკლების კიდევ უფრო ეფექტური გზის ძიება გავაგრძელოთ.

ჭარბი კილოგრამების მოშორება არამარტო ესთეტიკური კუთხით, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც სასურველია. იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, გამხდარი სხეული საჭირო სულაც არ არის, თუმცა ჯანმრთელობა აუცილებელია. ჭარბი წონა არაერთი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს, პირველ რიგში კი მე-2 რიგის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის, ძილის დარღვევების, ოსტეოართრიტის, ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების.

ფსიქოთერაპევტი ქეთი მესხიშვილი განმარტავს, რომ გლობალურად თუ შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი კვების კულტურა ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული, რადგან ხშირად, გართობასთანაც კი გემრიელად სადილობა ასოცირდება ხოლმე.

მისი განმარტებით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი საკვების მიმართ არსებული ემოციური დამოკიდებულებაა ანუ როდესაც ადამიანს საყვარელი პროდუქტების მიღება დეპრესიული მდგომარეობის, მოწყენილობის ან უბრალოდ, არა შიმშილის, არამედ სურვილის გამო უნდა. ფსიქოთერაპევტის თქმით, ხშირად, საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულება ბავშვობაში მიღებულ ჩვევებს უკავშირდება.

„მაგალითად, როცა ბავშვი წუწუნებს, ცუდ ხასიათზეა და მშობელი დასაწყნარებლად კანფეტს მისცემს, უკვე ზრდასრულ ასაკშიეს პროცესი გაუცნობიერებლად ახსენდებათ, რადგან ბავშვობაში მას კანფეტით აწყნარებდნენ და ამ პროდუქტზე დამოკიდებულები გახდნენ. მაგალითად, როცა მოწყენილი ვარ და მცირეწლოვანი ბავშვისა თუ დასალაგებელი სახლის გამო თავს გართობის უფლებას ვერ ვაძლევ, ვცდილობ, ეს სურვილი გემრიელი საკვებით მაინც დავიკმაყოფილო, შედეგი კი ხშირად, წონის უკონტროლო მატებაა ხოლმე“, - აღნიშნავს ქეთი მესხიშვილი.

როგორც ფსიქოთერაპევტი განმარტავს, როგორც კი ადამიანი აცნობიერებს, რომ საკვებზე ემოციურად არის დამოკიდებული და მხოლოდ მაშინ მიირთმევს, როცა რეალურად, ამის საჭიროება აქვს, ის წონაში კლებას იწყებს. ამ პროცესში კი მას კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სახლი „დიალოგი“ ეხმარება მათ, ვინც მტანჯველი დიეტების შემდეგ შედეგებს ვერ მიაღწია, ვინც ჭარბი კილოგრამების დაკლება ახლა გადაწყვიტა ან უბრალოდ, ვისაც წონის შენარჩუნება სურს.

საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულების მოსახსნელად, ქეთი მესხიშვილმა დანერგა 4-თვიანი ტრენინგი, რომელიც პროდუქტების უკონტროლოდ ან არასწორად მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ძირეულად აღმოფხვრის.

„ეს არის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობაზე აგებული მოდული იგი შექმნილიაადამიანებისთვისრომელთაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ საკვებთან მიმართებაში, მაგალითად, გაუცნობიერებლად იწყებენ საკვების მიღებას სტრესის დროს და ამის ფონზეწონაში იმატებენ.

წონის პრობლემა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, მათი უმეტესობა პერიოდულად იმატებს და იკლებს. ვერც კი აცნობიერებენ იმას, რომ ამის მიზეზი ყველა შემთხვევაში ფსიქოლოგიურია. ასევე, პრობლემა არის ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი ვერ ხვდება, რატომ იწყებს გაუცნობიერებლად დიდი რაოდენობით საკვების მიღებას. ეს მოდული კი სწორედ კვებით დამოკიდებულებაზე, როგორც ფსიქოემოციურ პრობლემაზემუშაობს, თუ არ იციან, რა არის სწორი კვება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვასწავლით“, - განმარტავს ქეთი მესხიშვილი.

პროცედურა ასეთია: იწყება ინდივიდუალური გასაუბრებით და გრძელდება ჯგუფური მუშაობით. 3 დღის განმავლობაში ჭარბ წონაზე, როგორც ფსიქოლოგიურ პრობლემასა და კვებით დამოკიდებულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცედურების შემდეგ გრძელდება ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფურად კი მხოლოდ კვირაში ერთხელ. პრობლემის გაანაზილებასთან ერთად, თერაპიული მუშაობა მიმდინარეობს.

ფსიქოთერაპევტი ქეთი მესხიშვილი განმარტავს, რომ საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, კურსის ფარგლებში რეკომენდაციები როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურია.

„მაგალითად, კვების რეკომენდაციები ყველასთვის არის საერთო. უფრო კონკრეტულად, კვება აუცილებლად რეგულარული უნდა იყოს და ადამიანმა საკვები დღეში მინიმუმ 4-ჯერ უნდა მიიღოს.

ასევე, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ უნდა ჰქონდეს. სწორი კვება ასოცირდება უმარილოსთან, მოხარშულთან, შეზღუდვებთან, თუმცა, რეალურად, სწორი კვება კვების შეზღუდვა არ არის. ის ნიშნავს რაციონში ყველა პროდუქტის ჩართვასა და სწორად გადანაწილებას. შესაბამისად, ჩვენ ვასწავლით, მაგალითად, საუზმეზე რომელი პროდუქტი უფრო რეკომენდებულია. თან შეუძლიათ, მიიღონ ის საკვები, რომლებიც უყვართ. ვასწავლით, რომ ასე არ მოიმატებენ, მთავარია, სწორად და რეგულარულად მიიღო საკვები. ადამიანი წონაში მაშინ იმატებს, როცა ბევრს ჭამს, რადგან მას ემოციური შიმშილი აქვს და შეჩერება უჭირს. ჩვენ ვეხმარებით, რომ ამ შემთხვევაში, საკუთარი თავი გააცნობიერონ და დაინახონ, რას აკეთებენ არასწორად და როგორია სწორი გზა“, - აღნიშნა ქეთი მესხიშვილმა.

ფსიქოთერაპევტის თქმით, ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემებიც ოჯახში დამკვიდრებული არასწორად კვების ტრადიციიდან მოდის. მისი თქმით, პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როცა ჭარბ წონასთან საბრძოლველად მისული ერთი ადამიანის შედეგი მისი ოჯახის იმ წევრებსაც მიუღიათ, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებდა. მიზეზი კი სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაა.

აღსანიშნავია, რომ 4-თვიანი კურის პერიოდში არამარტო პრობლემის გაცნობიერება და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, არამედ შედეგზე გასვლაც ხდება.

„როგორც კი რეკომენდაციების შესრულებაიწყება, მაშინვე იწყება წონაში კლების პროცესი. 4 თვეში 50 კილოგრამის დაკლებარა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ 10-15 კილოგრამის დაკლება ძალიან მარტივად ხდება. რაც მთავარია ამ პროცესში ადამიანისწავლობს, ამ პერიოდის შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს კვება და მისი ყოველდღიური ცხოვრებაც იცვლება“, - აღნიშნა ფსიქოთერაპევტმა.

ქეთი მესხიშვილი რეკომენდაციებს მათაც აძლევს, ვისაც ზოგადად, ჯანსაღაც კვება სურს, რათა წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას.

„ადამიანი აუცილებლად უნდა იკვებებოდეს რეგულარულად, 4 საათში ერთხელ. ასევე,ყველა პროდუქტი უნდა მიიღოს, რომლებიც როგორც ცილებს, ისე ნახშირწყლებსა და რძემჟავას შეიცავს.

გარდა ამისა, რაციონში ყველაფერი უნდა ჰქონდეს ჩართული, რაც უყვარს და რაც მთავარია, პროდუქტების მიღების პროცესი სწორად უნდა განსაზღვროს.

აუცილებელია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღებაც, რადგან ამ პერიოდში ისინი ბევრ ვიტამინს შეიცავენ. ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა ხშირად იციან, რომ ყველა სეზონური პროდუქტი უნდა მიიღონ, თუმცა როდის და რა ფორმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ამ ცოდნას კი ჩვენ ვაძლევთ, როცა „დიალოგში“ მოდიან“, - განმარტა ქეთი მესხიშვილმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი