ავტორი:

ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია

ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია

„შენს თვალებს სწორედ მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ“, - ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს შორის, ვინც ამ ფრაზის ავტორის ვინაობა არ იცის.

მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმეტესად უმძიმეს პირობებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთებიც სველ ტილოსთან, საყვარელი საქმის კეთებისას გაატარა. მისი შემოქმედება კი ძირითადად, მხატვრის საყვარელი ქალისა და მუზის - ჟანა ებიუტერნის პორტრეტებით არის ცნობილი. მე-20 საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის განუმეორებელი სტილი კი იმდენად ავთენტურია, რომ შეუძლებელია, მისი ხელწერა ვერ იცნო - გრძელი, ოვალური სახე, ნუშის თვალები, ვარდისფერი ფერთა გამა, განუმეორებელი ლურჯი და წაბლისფერი და გრძელი, მომრგვალებული კისერი. ეს ყველაფერი ერთად კი უზომო სევდასა და მხატვრის ტრაგიკულ ცხოვრებას გამოსახავს.

ამადეო მოდილიანი 1884 წელს ებრაელ-სეფარდების ოჯახში დაიბადა. ოჯახი იტალიაში, კერძოდ, ტოსკანაში ცხოვრობდა, ამადეო იგივე იედიდია მოდილიანი კი მეოთხე შვილი იყო. ამადეოს ოჯახი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მათი საქმიანობა - შეშითა და ნახშირით ვაჭრობა მომგებიანი აღარ იყო.

ფინანსური პრობლემების გამო ამადეო მოდილიანის დედა, ევგენია გარსენი ფრანგული ენის სწავლებითა და თარგმნით იყო დაკავებული. დედის ზეგავლენით, ფრანგული ენის შესწავლა ამადეო მოდილიანიმ მცირე ასაკში დაიწყო და საბოლოოდ, საფუძვლიანადაც დაეუფლა.

მხატვარი იტალიაში გაიზარდა, დაახლოებით, 14 წლის განმავლობაში კი პარიზში ცხოვრობდა. მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფიგურა ჟანა ებიუტერნი იყო, რომლის ხასიათითა და გარეგნობით მხატვრის შემოქმედების უმეტესი ნაწილია შთაგონებული. ყველაზე სამწუხარო კი რაც ჟანასა და ამადეოს აკავშირებთ, სიკვდილია, რადგან ყველა ისტორია, რაც მათი ურთიერთობის შესახებ იწყება, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრად ჟანა ებიუტერნის თვითმკვლელობას უკავშირდება. ცნობილი ფაქტია, რომ ამადეო მოდილიანის გარდაცვალების მეორე დღეს 8 თვის ორსული ჟანა, რომელიც ჯერ 22 წლისაც არ იყო, შენობის მე-5 სართულიდან გადახტა. დღეს ის ქმრის - ამადეო მოდილიანის გვერდით არის დაკრძალული.

ახალგაზრდა ქალმა მხატვრის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. როცა ამადეო მოდილიანიმ ჟანა ებიუტერნთან შეხვედრა დაიწყო, მხატვრის გარემოცვას ეს მორიგი ხანმოკლე ურთიერთობა ეგონა, თუმცა ასე არ მოხდა, წყვილი მალე დაქორწინდა. ჟანა ახალგაზრდა ხელოვანი და კოლაროსის აკადემიის სტუდენტი იყო. მოდი (მოდილიანი) ჟანას სწორედ კოლაროსის აკადემიაში შეხვდა, როცა შენობას ინსპირაციისთვის ესტუმრა. სკულპტორი და მოდის მეგობარი, ჰანა ორლოვა კი წყვილს ერთმანეთის გაცნობაში დაეხმარა.

მათი შეხვედრა 1917 წლის გაზაფხულზე შედგა, როცა ჟანა სულ რაღაც 19 წლის იყო. მისი მომხიბლვლელი სახე, ბზინვარე, მიმზიდველად შეკრული თმა ამადეო მოდილიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნს 1919 წელს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შემდეგ კი ისედაც სევდიანი და მელანქოლიური ჟანა კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახდა. მას მოდილიანი ძალიან უყვარდა და ცდილობდა, ალკოჰოლისა და ნარკოდამოკიდებულებისგან ეხსნა. ახალგაზრდა ჟანა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უშედეგოდ.

ჟანას მშობლები თავიანთ შვილებს აღმერთებდნენ, მათთვის საუკეთესო სურდათ. ამიტომ, 14 წლით უფროს, არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე კაცთან მის ქორწინებას დადებითად არ შეხვდნენ.

წყვილის ქორწინებამდე, 1916 წლით თარიღდება ამადეო მოდილიანის მიერ ფანქრით შესრულებული პორტრეტი - ჟანა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ცნობილი მხატვარი და მისი ჟანა ცხოვრობდნენ ამადეო მოდილიანის ოროთახიან, ცივ ბინაში, რომელიც პარიზში მდებარეობდა. ბინას ამადეო მოდილიანი სამუშაო სივრცედაც იყენებდა.

ამადეო მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს, 20:50 საათზე დაიღუპა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ჟანასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში მამასთან და ძმასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ჟანას ამადეო მოდილიანის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, შევიდა ოთახში, სადაც მისი ცხედარი ესვენა, დიდხანს უყურა, თუმცა არცერთი ცრემლი არ გადმოუგდია და მძიმე სურათისთვის არც ზურგი შეუქცევია. კარისკენ ზურგით მიიწევდა, მისმა მეგობრებმა კი იჩქარეს და ახალგაზრდა ქალი ოთახიდან გაიყვანეს.

ტრაგედიის შემდეგ ორსულ ჟანას მარტოს არ ტოვებდნენ. მას არც მამის სახლში მიმავალს უტირია, არაფერი უთქვამს. დაღამებულს, დასაძინებლად ყველა საკუთარ ოთახში შევიდა, ჟანას მდგომარეობის გასაკონტროლებლად მხოლოდ მისი ძმა, ანდრე ფხიზლობდა და დის მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებდა. ოთახში შესულ ანდრეს ჟანა ერთსა და იმავე მდგომარეობაში - ფანჯარასთან მდგომი და მდუმარე ხვდებოდა. სავარაუდოდ, ოჯახი შიშობდა, სუიციდისკენ მიდრეკილ ჟანას ემოციურ ფონზე ის არ ჩაედინა, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა... გამთენიისას ანრეს ჩაეძინა. მოულოდნელად, გვერდითა ფანჯრის გაღების ხმამ გამოაფხიზლა, ოთახში სწრაფად შევარდა, თუმცა უკვე გვიანი იყო.

დედისთვის მძიმე წუთების თავიდან ასაცილებლად, ანდრემ გადაწყვიტა, ჟანას დასახიჩრებული სხეული სახლისთვის გაერიდებინა და დილის 04:00 საათზე მუშებს ამადეო მოდილიანის სტუდიაში წააღებინა.

ჟანა მეორე დღეს, დილის 08:00 საათზე პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დაკრძალეს, მოგვიანებით კი მისი ნეშტი მხატვრის გვერდით გადაასვენეს.

საინტერესოა, ამ ტრაგედიის შემდეგ რა ბედი ეწია ამადეო მოდლიანისა და ჟანა ებიუტერნის შვილს - ჟანა მოდილიანს.

ის ამადეოს დეიდამ, მარგარიტამ აიყვანა და გაზარდა. ჟანამ კი მთელი ცხოვრება მამის ბიოგრაფიის მომზადებასა და გამოცემას მიუძღვნა. მისი წიგნი - „მოდილიანი: ადამიანი და მითი“ 1958 წელს იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა, 1961 წელს კი ინგლისურად ითარგმნა. წიგნმა მკითხველში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის ერთდროულად მხატვრის ტრაგიზმით სავსე ცხოვრების ეპიზოდებსა და შემოქმედებას ეხება.

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით ჯერ მხატვრები ირჩევა, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

ხალხის რჩეული 4 მხატვრის: ვან გოგის, ლეონარდო და ვინჩის, კლოდ მონესა და სალვადორ დალის რეპროდუქციები უკვე გამოვიდა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. 20 მაისიდან მათ რიცხვს ამადეო მოდილიანის სამი რეპროდუქციაც შეემატა. „დედიეს პორტრეტი“, „ჟანა ებიუტერნი“ და „მწოლიარე შიშველი ქალი“ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პრესის გავრცელების ჯიხურებსა და წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი