ავტორი:

კონკურსზე "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" ხმის მიცემა დაიწყო

კონკურსზე "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" ხმის მიცემა დაიწყო

სახალხო და მასშტაბურ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ხმის მიცემა დაიწყო.

ნაწარმოებების მიღების პროცესი, რომელიც 1 აპრილიდან მიმდინარეობდა, შეწყდა. ახლა უკვე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს პირველ ეტაპზე გასულ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ნაშრომებს და უგულშემატკივროს საკუთარ რჩეულს.

კონკურსანტთა ნაშრომების ნახვა და ხმის მიცემა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის ვებგვერდზე: https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - “SMS კოდის მიღება”. ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში - „SMS კოდი“.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ, კონკურსის თითოეულ ტურში.

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 7 ივნისის ჩათვლით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი