ავტორი:

როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"

როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"

"უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს!" - გვითხრა ექიმმა, საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა და პუბლიცისტმა ლადო კახაძემ... მან თავისი სახლიდან ის ისტორიული ნივთები გაგვაცნო, რომლებიც მისთვის უდიდესი საგანძურია.

- ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი არ ცხოვრობს, რამდენიმე წევრისგან შედგება და სახლი რომ ყველამ თავის ჭკუაზე გადააწყოს, ასე არ გამოვა! ამიტომაც უნდა იყოს საერთო ნიშნულზე შეთანხმება. მთავარია, სახლში ესთეტიკა, სისუფთავე იყოს დაცული! ჰიგიენური ნორმები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად და არ აქვს მნიშვნელობა, სახლი ძველია თუ ახალი! აუცილებლად უნდა იყოს ის ნივთები მოვლილი, რომლებიც შენ გემსახურებიან! ახლა უფრო ღია ტიპის სახლებია, მაგრამ მე ტრადიციულ სახლში გავიზარდე და იგივე რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას!

- არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გაქვთ...

- წიგნის გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია! მართალია დღეს კომპიუტერი ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ წიგნთან დაჯდომას სულ სხვა ხიბლი აქვს! ალბათ ჩვენ სხვანაირად გაგვზარდეს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ კაბინეტი განსხვავებულად უნდა იყოს მოწყობილი! ჩვენში ასეა რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში გროვდება. შთამომავლობა ტოვებს და გადადის ხელიდან ხელში... მახსოვს ძალიან დიდი გაჭირვება რომ იყო, ხალხს გამოჰქონდა წიგნები და ბუკინისტებთან აბარებდნენ. მათთვის იმდენად რთული იყო საყვარელი წიგნების შელევა, პირდაპირ სიცოცხლე დააკლდათ. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ჩემს ირგვლივაც იყვნენ... ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია! თუ ღირებული წიგნი კიდევ ავტორის მიერ არის ნაჩუქარი, ის ხომ საერთოდ ენით აუწერელი განძია!

- მისაღები ოთახი როგორ უნდა იყოს მოწყობილი?

- როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემთვის უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს! სტუმარი ღვთისაა და ამიტომაც სტუმარი შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს და მაშინ თუ დაიწყე სახლის დალაგება, კარგად ყოფილა საქმე... სახლი მუდმივად მოვლილი უნდა იყოს! მისაღებიც ასე უნდა იყოს გათვალისწინებული! კარგად განათებული და სტუმრის მისაღებად მომზადებული! წაიკითხეთ სრულად

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - რატომ გაორმაგდა სახლების ფასი?

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე