ავტორი:

ავარია ხაშურთან - დაშავებულია 8 ახალგაზრდა

ავარია ხაშურთან - დაშავებულია 8 ახალგაზრდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულთაგან სხვადასხვა დაზიანებებით 6 ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი, დანარჩენები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

"გორმედის ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს ავარიის შედეგად დაშავებული 6 პირი, ხუთს ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, შესაბამისად ჩაუტარდათ კვლევები, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკიდან გაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, 17 წლის ახალგაზრდა სტაციონარში რჩება, მიმდინარეობს შესაბისი კვლევები და წინასაოპერაციო მომზადება" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის საავადმყოფოს ექიმმა-ტრავმატოლოგმა გიორგი ხაჩიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია