ავტორი:

ProductTank Tbilisi-ის მორიგი სერია...

ProductTank Tbilisi-ის მორიგი სერია...

15 მაისს, თბილისი სტარტაპ ბიურო და კავკასიის უნივერსიტეტი ყოველთვიური ივენთ სერიის ფარგლებში შემდეგ ProductTank უმასპინძლებს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეში გაგვიზიარებენ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 175 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ს სპეციალური გამოშვების ივენთი ტარდება World Product Day-ის ფარგლებში. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა პროდუქტ პროფესიონალთა გლობალური ქომიუნითი, ხდება ადგილობრივი საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირება, პროდუქტ მენეჯმენტის მნიშვნელობის ხაზგასმა და, რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხიარულების თანხლებით.

გაიგე მეტი World Product Day-ის შესახებ აქ: http://worldproductday.com

შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში (პაატა სააკაძის ქუჩა 1).

სპიკერები:

➤ ბექა ქვარცხავა

Digitalmate-ის კრეატიული დირექტორი და UI/UX სპეციალისტი

"ჭეშმარიტება დეტალებშია"

➤ შოთა გიორგობიანი

Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ივენთის სამუშაო ენაა ქართული.

შეხვედრის შემდეგ გაგრძელდება ნეთვორქინგი. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/261250983/ შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს, კავკასიის უნივერსიტეტისა და C10 სტარტაპ აქსელერატორის მიერ. ღონისძების მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge, ინდიგო • Indigo, Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, 4U.ge და TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews.

ივენთის FB ლინკი: https://www.facebook.com/events/470915650314055/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი